ახლა ასეთი ვარ, თავგზაარეული,რავქნა,
შემოდგომა ბორგავს ხასიათში,ღამე მთვარიანი, ღრუბლებდახეული,ქარი
ამ ბოლო დროს მეტად იშვიათი...მწყობრი ტონალობით, მშვიდი ნაბიჯები,ხეებს
განწყობებად სცვივათ ფოთლები დავფიქრობ მონატრებად აღარ გავირჯები,მხოლოდ
პეიზაჟებს ვპარავ მოლბერტიდანისევ ოქტომბერს და ისევ იმ პირობით,მერე
ჩავასესხებ მორიგ დაღლილ ლექსად,სადმე სიმშვიდეში თუკი ვერ გიპოვი,ვიტყვი,
ბედისწერა არის მეთქი ქლესა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
846
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
ჩემი სახლია კუბო წყეული.ვიცი
ვიქნები მარად ეული.ჩემთვის უცხოა ვნება და შიში.მტაცებელია ჩემს
ველურ სისხლში.ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული.მაშინ იღვიძებს ჩემში
გრძნეული.წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა.მჩვევია სისხლით ეშვების
მოსვრა.აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით.როცა დავცურავ მე მსხვერპლთა
სისხლში.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1235
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ
უგულოდ, ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, - მე რა მიჭირს,
სიყვარულით ვსულდგმულობ, მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.
ჩემი
გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო, ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, - მე
რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ, მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი.
თეთრი
სევდით გათლილი მაქვს ფანქრები, და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, - მე
რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები, მე რა მეთქმის, ყვავილებში
ვჭკნები.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
735
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა,ან
ნახევარი რაა დიდება...სრული სიცრუე უფრო გაშინებთთუ ნახევარი
ჭეშმარიტება?ვინ სთქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის,ან
სანახევროდ ვინ თქვა მიზანი,აუსტირლიცი და ნახევარი?ნახევრად
ბრძენი ანდა მისანი?ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდადა
გამუდმებით სიკვდილის ქიშითმუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა და არა
თხემით ტერფამდე გიჟი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
780
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
დამნაშავე ხარ... შენ ხომ პირველადჩატეხე
ჩვენი საერთოდ ხიდი,მაგრამ ყველაფერს შენის ტანჯვებითდა შენის
ცრემლით გამოვისყიდი.ცდებოდი, როცა მოღალატედ დაცხოვრების ამრევ
არსებად მთვლიდი,მაგრამ ყველაფერს შუაღამისასიდუმალ ლოცვით
გამოისყიდი.სპეტაკ სიყვარულს მე თვალთმაქცობადდა ჩვეულებრივ
სისუსტით ვხსნიდი,მაგრამ ამასაც ჩუმი ნაღველით,დამწველ ნაღველით
გამოვისყიდი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
771
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
მე ალბათ დიდხანს ვიქნები ბავშვი...ანგელოზების
და ღმერთის ჯიში,და ჰონოლულუ, ტაიტი, ბაში,ითრთოლებს ჩემი
ხომალდის შიშით.მე ადრეც დიდხანს ვიყავი ბავშვი...ჯარი და
ტახტი, ხმალი და სკიპტრა,რაინდის ზუჩით, მათხოვრის ჩაჩით, რამდენი
იყო, რამდენჯერ გითხრა...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
957
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
სანგვინიკური
ტემპერამენტისიტყვა სანგვინიკი მოდის ლათინური სიტყვიდან
"სანგუის"(ლათ. Sanguis), რაც სისხლს ნიშნავს. ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ამ
ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში სითხეებს შორის სისხლის სიჭარბე.ამ
ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და
უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და
მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე.
|
შენ მაშინ მოხვალ მარტოობას როცა
შეიგრძნობ,ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ,როს უჩემობა
შეგაშინებს დაიღრიალებმაგრამ რაღა დროს! უკაცრავად დაიგვიანებ!!!ჩემს
სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს,ლექსები შენზე უშენობით აღარ
იტირებს,გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,მაგრამ რაღა
დროს! უკაცრავად მე ვერ გაგითბობ...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
899
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
ყვავილი ამოდის, ყვავილი ჭკნება,და
ისევ ამოდის.შვიდი წლის ვიყავი საშინაო წერას რომ ვწერდითან
ფანჯარაში ვუყურებდი ჩიტებსდა ამინდის ცვალებადობას.ვთვლიდი
ჩიტებს, რვეულში წერტილებსმე ვსვამდი ყოველ გადათვლილ ჩიტზევითვლიდი
თითზედა ვღებულობდი ჩემთვის ახალ ციფრებს თითებზე.დღეს ამ
ჩიტების შვილიშვილებს ვხედავ იმავე ფანჯარაში
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1096
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,ის
დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს
უსათუთეს ლიანებს,სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.რიგში
იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,შეჰყურებდნენ წიგნის თაროს
მომღიმარი თვალებით.სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,სიყვარულის
რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის
რიგიც დაეთმორომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
759
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
ღამე გაირინდა,თითქოს გულმა მძლია, შენთან სიახლოვე მომინდა.. ფერი დაეკარგა ირგვლივ ყოველივეს, ჩემთან შავი ნისლი მოვიდა.. სახეს მიკოცნიდა ნაზად ცხელი სიო, მთვარე მიცქეროდა შორიდან, რაღაც უცნაურად,რაღაც სიგიჟემდე შენზე ოცნებაც კი მომინდა.. წვიმამ შემამჩნია მონატრების ცრემლი ალბათ ამიტომაც მოვიდა, მეკი აღარ ვიცი როგორ დაგივიწყო, ვიცი მხოლოდ ტკივილს მომიტან.. ისევ დაგავიწყდი?უკვე არ გახსოვარ? ნუთუ მარტოობა მოვიდა.. უკვე აღარ ვითხოვ შენგან აღარაფერს, ერთხელ გამიღიმე შორიდან..
|
ჩემი ცხოვრება უშენოდ დიდი ჩამქრალი მზე არის, დღეს შენი დაბადების და ჩემი სიკვდილის დღე არის. დღეს განწყობა მაქვს ისეთი, მინდა რომ შენზე ვილოცო, ეს შენი დაბადების დღე სადა ხარ, სად მოგილოცო?! უნდა დაფიქრდე რომ საქმე, სატირლად არ გაიხადო, ნეტავ შენს გვერდში მამყოფა, დღეობა გადაგიხადო. დღეს ჩემი გული არ ფეთქვას გაქვავებული ხე არის, დღეს შენი დაბადების და ჩემი სიკვდილის დღე არის
|
გაფრენილ დღეებს დაედევნება მზე
მონატრების,გაკრთება მთვარე ღრუბელ-ღრუბელ ნაიარევისადა ხარ
ახლა,ოცნებაო ფრთაშეუსხმელოვისში ჩასახლდი და დამტოვე ნატყვიარებით,ვილოკავ
ისევ ჭრილობებს და ვერ შევიხორცე,არ ვიცი როგორ გადაურჩი მზის
დაბნელებასგადის დღეები და ნელ-ნელა მე ვეგუებიჩემი სულის და ჩემი
ხორცის გარდაცვალებას...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
755
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს
ირგვლივ,იბობოქრე, მე რა უნდა დამაკლდეს!პიტალო კლდეს რას დააკლებს
ზღვის ტალღა,რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?ბევრგვარ
გრიგალს გადუვლია ჩემს გულში,ბევრს ქარიშხალს ურბენია ქვითინით...ბევრი
ტალღა აღტყენილა გარშემო,დავუსჯივართ შურით, ეკლის გვირგვინით.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
757
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
| |