Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 26 » დამნაშავე ხარ
2:32 PM
დამნაშავე ხარ

დამნაშავე ხარ... შენ ხომ პირველად
ჩატეხე ჩვენი საერთოდ ხიდი,
მაგრამ ყველაფერს შენის ტანჯვებით
და შენის ცრემლით გამოვისყიდი.
ცდებოდი, როცა მოღალატედ და
ცხოვრების ამრევ არსებად მთვლიდი,
მაგრამ ყველაფერს შუაღამისას
იდუმალ ლოცვით გამოისყიდი.
სპეტაკ სიყვარულს მე თვალთმაქცობად
და ჩვეულებრივ სისუსტით ვხსნიდი,
მაგრამ ამასაც ჩუმი ნაღველით,
დამწველ ნაღველით გამოვისყიდი.
წაიღე..გქონდეს იმ ცოდვის ნაცვლად,
რაც ძალუძს მოგცეს იმ არავნებას,
მე დავიტოვებ მხოლოდ იმ წარსულს,
დროების ნაცვლად - შურისძიებას.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 721 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.