Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 26 » ახლა ასეთი ვარ
2:40 PM
ახლა ასეთი ვარ

ახლა ასეთი ვარ, თავგზაარეული,
რავქნა, შემოდგომა ბორგავს ხასიათში,
ღამე მთვარიანი, ღრუბლებდახეული,
ქარი ამ ბოლო დროს მეტად იშვიათი...

მწყობრი ტონალობით, მშვიდი ნაბიჯები,
ხეებს განწყობებად სცვივათ ფოთლები და
ვფიქრობ მონატრებად აღარ გავირჯები,
მხოლოდ პეიზაჟებს ვპარავ მოლბერტიდან

ისევ ოქტომბერს და ისევ იმ პირობით,
მერე ჩავასესხებ მორიგ დაღლილ ლექსად,
სადმე სიმშვიდეში თუკი ვერ გიპოვი,
ვიტყვი, ბედისწერა არის მეთქი ქლესა.

თავსაც დავაჯერებ, ჩემში ამინდები,
შენთვის ამინდობენ, მთვარედალეული
სანამ ამ გრძნობებზე დიდი გავიზრდები,
უფრო ასეთი ვარ, თავგზაარეული...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 807 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.