Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 26 » ნახევრად
2:34 PM
ნახევრად

ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა,
ან ნახევარი რაა დიდება...
სრული სიცრუე უფრო გაშინებთ
თუ ნახევარი ჭეშმარიტება?

ვინ სთქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის,
ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი,
აუსტირლიცი და ნახევარი?
ნახევრად ბრძენი ანდა მისანი?

ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდა
და გამუდმებით სიკვდილის ქიშით
მუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა
და არა თხემით ტერფამდე გიჟი.

სულ ასე იყო კაცთა სიყრუე,
ერთმანეთს ბევრი გავდა ეპოქა
ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ
ვიდრე ნახევარ ტახტს და მეფობას.

სულ სწორი იყო შენი გზა ამინ!
ეშმაკისაგან გაუჭლიკავი
და თუ იქნები ნახევრად რამე,
მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 735 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.