კვდება ზამთარი! აღარ დაიცდის მასში
შეჭრილი დღეს გაზაფხული, და როგორც ვარდი ნაზდება სული, როცა
იგრძნობა სუნთქვა მაისის. ჯერ ნაადრევი მზეთა ფერება ხანდაზმულ
ზამთარს ეალერსება, და ქარიშხლების წამებით სავსეს უკოცნის სევდით
გაყინულ ბაგეს.
რა ლამაზია ქარი წვიმაში, ცოტათი
სველი ,ცოტათი ნელი, როგორც მზის სხივი ამაო სიზმარში, იგია ერთი
,ამაო ფერფლი, გარეთ გახედე როგორ თოვს, ცოტათი მშრალი,ცოტათი
თეთრი, იცი რახდება,თითქოს ბნელდება, სიბნელზე რომელიც ცრემლებს
ახვევდა.
განა ვინმეს, სადმე, როდისმე, ვისთვისმე და რისიმე უფლება
ნებაყოფლობით მიუცია? უფლება შეიძლება მოიპოვო, მიიტაცო, მიითვისო,
გამოსძალო, ეშმაკობით ჩაიგდო ხელში, მაგრამ თუ ჭკუათმყოფელი ხარ, საჩუქრად
არ უნდა მოელოდე, რადგან ისტორიამ დაამტკიცა სავარძელში მჯდომი მუცელზე
მოხოხიალეს პანღურის მეტს არაფერს უბოძებს. "
რადგან ახალი წუთისოფლად არაფერია, განმეორებით
ვერ გვაცდუნებს რადგან გონება, ხელახლა შობა დაბადებულს არ უწერია და
გამოგონილს არ სჭირდება გამოგონება. მიტომაც მინდა გადავავლო მთელ
წარსულს თვალი, ვნატრობ ხუთასჯერ მზე უკუღმა გადატრიალდეს, რომ ძველ
წიგნებში იმ საწყისის მოვნახო კვალი, რომელიც ქმნიდა შენს სიტურფეს და
სიდიადეს.
მაგ თვალების სიდიადე მარტში უფრო
ფხიზლობს, შჰავ თვალებზე ერთი გოგო გამუდმებით ფიქრობს... არ
აძინებს, არც ასვენებს ბრწყინვალება გიშრის, ამ გიშრებში გალაქტიკა
დროზე სწრაფად მიქრის... მარტის თვემაც დაიმკვიდრა სააქაოს ტახტი, შემოავლო
გიშრისფერებს გაზაფხულის ლახტი, გააღვივა, გაახელა ნაკვერჩხალი თვალის, ნაკვერჩხალის
სიკაშკაშემ მზე დაჩრდილოს ლამის! თუმცა ბიჩს არ აღელვებს სისაშიშე
მზერის, სიყვარულის ძიებაში სამოთხის ხმით მღერის...
როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ, მკლავს უნდობლობა შენი ფარული, რით დაგარწმუნო? არ მყოფნის ძალა, რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული? ჩემი უბრალო სიტყვის არ გჯერა, რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი? მიყვარხარ! თუგინდ, გითხრა ასჯერაც, მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი...
დღე იყო საოცრად უფერო შენამდე კენტი კი თავისთვის საფერფლეს ათბობდა შენი თმის სურნელი გამომყვა თითებზე ვიდექი ქუჩაში,ციდან მზე მათოვდა. ვისხედით. თვალები გავცვალეთ უსიტყვოდ ვიღაცა სადღაცას უსმენდა რომანსებს. შენ ხევდი წარსულს და ასე ივიწყებდი ყველაფერს მტკივნეულს და უფრო მოსაწყენს.
მაინც შენმა მონატრებამ მომიარა, ისევ
შენი მომიფრინდნენ ოფოფები... მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად... ან
თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით! ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა
წვიმა და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს... ცელიანმა კაცმა თუკი
გამიღიმა მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს... ვიცი, თუმცა, ამ
ლექსებით იხიბლები, უჩემობას არასოდეს მაპატიებ... მაინც შენი
მიხსენებენ ოფოფები, ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე!
ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ, ვიხსენებ
წარსულ წყენა-ტკივილებს. "მიყვარს.... არ მიყვარს...” - ფოთლებზე
ვითვლი და ბოლოს კენტად მრჩება - "არ მიყვარს”, ქსნის პირს შემხვდება
ყივჩაღი ბიჭი, მომიტაცებს და მთაში წამიყვანს. ყოველ ცისმარე
არვეს გავდენი, ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად და შენზე ფიქრით ნაღალატევი გვიან
საღამოს ქმარს შინ მიუვალ...
მე მარტოობამ როგორც ფიქრი
გამაცამტვერა, და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს, ავედევნები
კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად, მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს
გააჩენს. აღარ ვიქნები მარტოდმარტო შენი მგოსანი, მრავალ პოემებს
მიუძღვნიან მშვენებას შენსას, მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის
ფრთოსანი, სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას.
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.