რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,მაგრამ
რაც იყო, იქნება კვლავაც:გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,მომსვლელი
მოვა, წამსვლელი წავა…მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,ბარემ
შევავსო ბოლო ფურცელიცდა ამოვწურო ეს სიმარტოვე,ეს ფორიაქი
ამოუხსნელი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
839
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
რიცხვები ირგვლივ გამრავლდნენ ბევრადბრმა
მნიშვნელობებს მეტად იძენენ,ჩვენც გვაბრმავებენ მეტად და უფროსანთლით
ერთები თუ მოიძებნენ.მეტანიების,ლოცვის,პირჯვარისრაოდენობას რამე
აზრი აქვს?თუ მათგან ერთიც ვერ ირწმუნე დათუკი ვერცერთი გულთან ვერ
მიგაქვს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
968
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
თეთრ მიხაკებს ვიკრავ გულშიმომაცილებს
თეთრი რაში,ცხრამეტი წლის გავხდი გუშინ,გუშინ გავხდი...ოცნებაში.მე
ასეთი ბედნიერითუ ვიქნები ნეტავ ოდეს,-ველ-მინდვრებო!ვამბობ
ღელვით-გვირილები მომაწოდეთ..გვირგვინს მთები დაგიწნავსო-
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
988
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
იქნებ იმ წუთას მოგეჩვენა ზურგს უკან
ფრთებიდა ცად გაჰყევი ანგელოსებს შენივე ნებით?თუ მიმზიდველი ეგ
ცხოვრება ლეგენდად იქცა, –მიზიდულობა წესია და კანონი ბრძნულიდა
რაკი სრულად ეკუთვნოდა ცასა და მიწას,მიწამ სხეული მიიხიდა და ზეცამ
სული.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
909
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
მე
მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა, უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე ყველას
გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე, სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
815
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
მე დავბრუნდი,მაგრამ
ვფიქრობ ეს იქნება ძალიან არალიტერატურული დაბრუნება,რადგან არც
ლიტერატურული სიახლეების და არც წიგნების შესახებ შემიძლია გესაუბროთ. უბრალოდ
ვხვდები რომ ჩემი ბლოგი ,,საშინელ დღეშია''(ასე მითხრა პირად საუბარში
მეზობელმა ბლოგერმა,რაშიც მინდა დავეთანხმო) და უსიცოცხლოდ გამოიყურება.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
839
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
...ყოველთვის
მოუთმენლად ველოდები ხოლმე ლიტერატურულ ჟურნალ,,ჩვენი მწერლობის''ახალი
ნომრის გამოსვლას...თვეში ორჯერ გამოდის,მაგრამ ერთი ნომრისგან მიღებული
შთაბეჭდილება შეიძლება მთელი წელი გაგყვეს...თანამედროვე ქართული თუ
უცხოური ლიტერატურული ცხოვრების ერთგვარ თავშესაფარს წარმოადგენს ეს
ჟურნალი...ალბათ მისი მთავარი ღირსება ამ ,,ცხოვრების''კრიტიკული ანალიზი
და დაკვირვებაა და მუდმივი თვალყურის
|
აქ არის ძაან მაგარი სურათები ნახეთ
გაგისწორდებათ ............
კატეგორია:
სურათები♥
|
ნანახია:
3210
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
ძაან მაგარი სურათებია
დაგევასებათ.....
კატეგორია:
სურათები♥
|
ნანახია:
2096
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
გაზაფხულია,წვიმის წვეთებიქუჩაში ლამაზ ფერხულს უვლიან, წკაპუნი გააქვთ ფანჯრის მინაზე და მოგონებებს ფერებს უცვლიან. ვიხსენებ იმ დროს, როცა გიყვარდი, მოხვიდოდი და მზესავით მწვავდი, შემდეგ კი წვიმას დაუმეგობრდი, შემდეგ თავადაც შავ ღრუბელს ჰგავდი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1262
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
მე და შენ ვეღარ გავექცევით უფლის განაჩენს, ჩვენი ცხოვრება მუდამ იყო ცრემლებით სავსე. რადგან გაგვწირა გამჩენელმა სიყვარულისთვის დე ყველაფერი,ყველაფერი აღსრულდეს ასე.
იმდენი არც კი მიმღერია,რაც მიტირია, მაგრამ არასდროს მიჩივლია საკუთარ ბედზე, არც მაშინ,როცა ყველაფერი მიჰქონდა ნიავს
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
859
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
მენატრება შენი სახე, ამ დილითაც სიზმრად გნახე. ისევ მათბობს შენი ფერი, არ მამშვიდებს არაფერი. აღარ მშველის ლექსის წერა, ზურგით მიდგას ბედისწერა. დამავიწყდა უკვე ლოცვა, მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა. თავში დამსდევს ერთი აზრი, ვერ გავუგე შინაარსი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
687
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,იგი, რომელიც ცხოვრებაში გვერდით დაგვყვება ალიონიდან დაისამდე, ძილგატეხილი, შეუსმენელი, როგორც ძველი მონანიება, ან მავნე ჩვევა, უაზრო და უნიადაგო. თვალები შენი იქნებიან უსიტყვო სიტყვა, ძახილი ჩუმი, დადუმება, ამაოება.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
775
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
დაწყება არის ყოველთვის ძნელი, თორემ ცხოვრება სხვის მოსაგონად, ერთხელ გაირბენს ყოფიერების შავ-თეთრ ეკრანზე მოძრავ სტრიქონად. განცხადებები იქნება ბევრი, აზრთა სხვაობაც მუდამ იქნება, ზოგს მოვიწონებთ,გულში ჩავისვამთ, ზოგი კი ნაცრად გარდაიქმნება. რამოდენიმე თუ შემორჩება
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
715
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
მოჰკლეს პოეტი! _ ჭეშმარიტი მონა ღირსების!.. ცილისწამების სდაგეს სახმილით... წაჰყვა წყურვილი მიუზღველი შურისძიების, და ტყვია, ამაყ გულში დახლილი… ვერ აიტანა, ვერ იგუა პოეტის სულმა წვრილმანი, ბილწი მიეთ-მოეთი, და უგუნურთა უგულობას შეება უმალ, მარტოდ შეება, როგორც ყოველთვის...…
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1052
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
ბედნიერების მოლოდინში გავა ეს ღამეც და დაიწყება მოგონების ვრცელი სიზმარი, შენი გრძნობების მოლოდინში დავხუჭავ თვალებს და თუკი ისევ გენატრები ჩუმად მითხარი... შენზე ოცნების მილოდინში ჩავა ეს მთვარეც და გათენდება უიმედო დილა უშენოდ, შენი გრძნობების ტყვეობაში გავახელ თვალებს და დავფიქრდები ჩემს ოცნებებს როგორ ვუშველო...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1201
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
დღე დგება უტყვი და უჩვევი,
მეწამულ ბილიკზე ვდგები, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე,
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.
თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
858
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
როცა აზრს კარგავს, რასაც აზრი აქვს.როცა ჭაობში ჩამარხულს გავხარ, ვერ გარკვეულხარ, სურვილებს ებრძვი, გინდა გჯეროდეს რომ მარტო არ ხარ.
ვერ შეძლებ, ზეცას შეეხო ხელით ფუჭ ოცნებებში გადავარდები, ასჯერ რომ ძალით აიჭრა ცისკენ ასჯერვე დაბლა ჩამოვარდები.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
799
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
მიყვარხარ, თუმცა ეს უკვე იცი,მაგ ეშმაკუნა თვალებმა გაგცეს, შეფეთებისას იწყებენ ციმციმს, მაბეჩავებენ ვერსაით გამქცევს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
805
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
მარადიული რა არის, მიწა თუ ზეცის
თავანი? ნეტავ იმქვეყნად გრძელდება კაცის თავგადასავალი? ბევრი მოსულა ამ
სოფლად, აღზევებულა მრავალი, მოკლეა წუთისოფელი, წამით წამამდე
სავალი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1066
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
ეხლა წვიმებია, შენ მთხოვ დაგივიწყოქარმა შემოდგომის ,სახლიც დამირბია ისევ ნოემბერი გარეთ გავიხედავ ჩვენთან უსასრულოდ წვიმის ამინდია.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
710
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება, მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც: გზა გაიხსნება, ან შეიკვრება, მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
757
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
დღე იყო საოცრად უფერო შენამდეკენტი კი თავისთვის საფერფლეს ათბობდა შენი თმის სურნელი გამომყვა თითებზე ვიდექი ქუჩაში,ციდან მზე მათოვდა.
ვისხედით. თვალები გავცვალეთ უსიტყვოდ ვიღაცა სადღაცას უსმენდა რომანსებს. შენ ხევდი წარსულს და ასე ივიწყებდი ყველაფერს მტკივნეულს და უფრო მოსაწყენს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
913
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
ისევ დავიწყე წერილის წერა, გამდნარა თოვლი - მარილი ზამთრის, და როგორც შარშან, და როგორც ძველად, ჩვენს შორის კვამლი და ქარი დაჰქრის.
ქალაქის ქუჩებს გუგუნი გააქვს, თავზარად მესმის ტრამვაის ზარი, ვწერ და ვერ ვგზავნი მოკითხვის ბარათს,- არ მახსოვს შენი შეცვლილი გვარი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
768
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
ღამით გათანგული და გაბრუებულიგამოვალ უქუდო ფაფარგაჩეჩილი, ამეკვიატება რაღაც უნებური ფიქრი და ვიცი რომ არ ვარ შეშლილი.
ვიცი და ვაითუ ეს აკვიატება სიცოცხლემოცარულ მხატვართა ხვედრია, ვაითუ მოძველდა,რაც მედიადება და გზები ხელახლა გადასახედია.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
784
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას-ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა, სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორია და ყოველ ღამეს ტრადიციათ გადექცათ სროლა;
სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის
შეგრძნებას და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან, სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
830
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
შენი სევდიანი თვალები მიყვარს,შენი მიბნედილი გაღიმება, შენი გულიანი სიცილი მიყვარს, შენი საოცარი ჩაფიქრება. შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს, შენი ფერმკრთალი სახე, შენი ვნებიანი
სიცილი მიყვარს, გამომწვევად რომ დამიხრი თვალებს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1444
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა, ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ, დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.
იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი
გუნდა, ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
780
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
ვდუმვარ ხანდახან,მებუტება დაღლილი
ბაგე, "ეხლა სადა ხარ, ვისი სულის სამყაროს აგებ?", თვალნათლივ ვხედავ, მეურჩება მაინც
გონება, ვერაფერს გბედავ, მავსებს ეჭვი და დაღონება.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
763
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
ბნელმა ფიქრებმა ოგზო უკვლოდ დიდხანს მატარა,
მარტო დარჩენილს, შენი თავი კვლავ მომანატრა, რომ დაგენახა ლოყამ ცრემლი როგორ ატარა, ვიცი მეტყოდი... სულელი ხარ თანაც პატარა...
ის კი არ იცი, ამ სულელმა ეს
სიყვარული, გაცნობის დღიდან, წმინდა გრძნობით,
როგორ ატარა... თუ კი დამტოვებ , ამ ფიქრებთან სულ
მარტოდ_მარტო
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
743
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
მიყვარს სიტყვა -ვნება სხვა სიტყვებზე მეტად. ვარ
აზრ-პირო-ვნება ნების და თა-ვნება... გემო-ვნება ხელზე მეხატება მე რად?
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
844
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
| |