Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 26 » ბავშვი
2:29 PM
ბავშვი

მე ალბათ დიდხანს ვიქნები ბავშვი...
ანგელოზების და ღმერთის ჯიში,
და ჰონოლულუ, ტაიტი, ბაში,
ითრთოლებს ჩემი ხომალდის შიშით.

მე ადრეც დიდხანს ვიყავი ბავშვი...
ჯარი და ტახტი, ხმალი და სკიპტრა,
რაინდის ზუჩით, მათხოვრის ჩაჩით,
რამდენი იყო, რამდენჯერ გითხრა...

მე ალბათ მუდამ ვიქნები ბავშვი...
რომ მზით და წვიმით გალუმპულ ბავშვებს,
ჩავუჯდე ფიქრით დატვირთულ ნავში,
რასაც მათ გარდა ვერავინ ამჩნევს.

მე ვიცი მუდამ ვიქნები ბავშვი...
შევწვდები ზეცის მეწამულ კარბას,
ვიფრენ ოცნებით მოქარგულ ცაში,
და უკვდავებაც ეს არის ალბათ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 915 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2011-03-27 - 8:29 PM

umagresi leqsiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa :)) aiii dzaliaan momewonaa...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.