მე
სიბრალული არ მჭირდება, ეს კარგად ვიცი.
ქარებს ვარჩიე
ათასწილად ქარიშხალები....
ყოველთვის ჩემით წამოვდექი,
როცა დავეცი
და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები.
მერე
რაა, თუ სხვაზე მეტად ყოველთვის მტკივა?!.
დასისხლული
მაქვს დარტყმისაგან მუხლისთავები.
მაინც, დაცემულ
ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ,
ამიტანია განა სხვა დროს
ამისთანები?!....