Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 26 » თქვენ
9:58 AM
თქვენ

გაფრენილ დღეებს დაედევნება მზე მონატრების,
გაკრთება მთვარე ღრუბელ-ღრუბელ ნაიარევი
სადა ხარ ახლა,ოცნებაო ფრთაშეუსხმელო
ვისში ჩასახლდი და დამტოვე ნატყვიარებით,
ვილოკავ ისევ ჭრილობებს და ვერ შევიხორცე,
არ ვიცი როგორ გადაურჩი მზის დაბნელებას
გადის დღეები და ნელ-ნელა მე ვეგუები
ჩემი სულის და ჩემი ხორცის გარდაცვალებას...
მინდა ვიმღერო მე გედივით ბოლო სიმღერა,
მაგრამ რა ვუყო თუ ამაშიც არ გამიმართლა,
ვერ ვიბულბულე,ვიარწივე და ვიჩიორე
დაცხრილულ გულში ხმა ჩამიხშო სევდის ზარებმა.
მინდა ვილოცო,თუმცა დავგმე ერთხელ ღმერთებიც
ეულად თვალს,რომ მისწორებდნენ ჩუმი ხატები
მე.......შერისხული...განკვეთილი თქვენგან მივდივარ
და მიზეზია,ჩემი კვდომის თქვენი თვალები.
ცივი თვალები, უაზრო და არაფრისმთქმელი
ვითომ ნუგეშში არეული საყვედურები
მე თქვენ მომკალით და ყველას გთხოვთ როცა გავქრები...
ყველამ ერთბაშად არ აივსოთ ცრემლით თვალები!!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 718 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.