"მე ჩემს წიგნს "მახსოვს" დავაწერე. რადგან
ყველაფერი მახსოვს. ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე და მოგონებები
მახრჩობს.
ზოგი მოგონება ფრთხიალებს, ზოგი__დაჭრილივით ბღავის. ვიხსენებ
მაგ თვალებს წყლიანებს, ვიგონებ __უმწეო ყვავილს.
წლები გადის
და ხმაურია__ ჩქარია ცხოვრება ჩვენი. სადა ხარ , სად ხარ , თამუნია, სად,
რომელ ხეობას შვენი?!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
789
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-24
|
|
საფლავების წინ მარტოდ-მარტო ვდგევარ
მოხრილი, მალე სიკვდილიც სატრფოსავით შემომხვევს მკლავებს, მომჩერებია
შავი გამე-თვალგამოთხრილი, და სიბნელეში უეცარი დარდები მკლავენ, და
ჩურჩულებენ ხის ფოთლები:რისთვის მოხვედი? სადღაც ჭრიჭინაც დაუნდობლად
აღვიძებს საფლავთ, არა დარჩება ნუთუ ჩემგან ამაზე მეტი? და თუ
დარჩება ჩვენს წამებად იქნება ალბათ... აქ ეულ საფლავს შერჩენია
დამჭკნარი ვარდი...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
797
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-24
|
|
"ევამ უთხრა ადამს: უჩემოდ იქნებოდი
უფრო ძლიერი ან უფრო ლაღი თქვი რა გაგიხდა ის ერთი ნეკნი ნუთუ
ესოდენ დიდი მსხვერპლია, ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს დღეს
რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს მარტოობაში შვეებას ხომ გვრიდი, ხომ
გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი უფლის
განგებით ჩვენი ბედია, და არც არასდროს და არც არასდროს
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1083
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-24
|
| |