აღმოსავლეთით ცისკარი რომ ხვდება ალიონს, დაასხით ღვინო! საქართველოს სადღეგრძელო უნდა დავლიო! ჩემი კახეთი; ჩემი შილდა; ჩემი ხუბერა. ყმაწვილკაცობის, იორღობის, წლებმა უბერა. ძველი შუამთა, ალავერდი, ჩემი თელავი. წითელი კაბით ერთი გოგო, გრძნობის მთელავი.
|
ქალი ეულია,თუმცა რჩეულია, მხოლოდ სხეულია? ქალი გრძნეულია… ფიქრად ქცეულია, სითბოდ ქცეულია, ძალად ქცეულია, შენად ქცეულია… მაინც ეულია.
|
ქართულ სუფრაზე ლექსად თქმული სადრეგრძელოები ძალიან დიდ ეფექტს ახდენს სუფრის წევრებზე, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე სადღეგრძელოს ლექსად...
|
ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე, შემყვარებია შენი სახელი, უბრალოდ, ასე... არ მინახიხარ მაგრამ ვიცი ხშირად იცინი, არ გამიგია მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.
|
მინდა რომ შევსვა, სასმისი ერთი, როგორც ყოველთვის, ვახსენო ღმერთი. ის ხომ ერთია, ამ ქვეყნად ერთი, მუდამ გფარავდეთ, მაღალი ღმერთი.
|
როდესაც ზიხარ ჩაფიქრებული და გეკითხებიან რაზე ფიქრობო, შენ პასუხობ არაფერზეო
|
მე დავიბადე დედამიწის სულ ციცქნა ბაღში მადლობელი ვარ ამ სამოთხის,მიწის,ზეცისა. მშვენიერების წალკოტს ეყრები მთასა თუ ბარში შემყვარებია ყველაფერი ჩემი ქვეყნისა.
| |