ჰოი, ყმაწვილო, არაფერი გინახავს ვისაც!
შორს ჩანდა ფრონტი,
ახლოს მხოლოდ ექიმი იყო. . .
იმ შეხუთული შენობების სივიწროვიდან
მასწავლებელთა ხუშტურები გიბრუნდებოდა,
თავს ისიზმრებდი გმირად მთევარს საგუშაგოში,
ომის მაცდურ და დაუნდობელ აბლაბუდაზე
ფრთებშერჩენილო, მოფრთხიალე სუსტო ფარვანავ!
ჩამოიფერთხა მტრედისფერმა ცამ ვარსკვლავები,
შენს ფეხსაცმელს კი ექსკურსიის მტვერი შემორჩა.