Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 05

ნეტა სადა ხარ?ვის ტუჩებს კოცნი?
ვისი ალერსი ათბობს შენს სხეულს,
ვისი ჩურჩული გიღვიძებს გრძნობებს
და შენს მკლავებში ვის ძინავს ეულს?
მე კი შორსა ვარ,მარტო ამ ფიქრთან,
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 921 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (1)


ამას მოყვა შაკოს მეორე ზარი და ნუკრის თანხმობდა შეხვედრაზე. შეშინებულმა ნუკრიმ ვერ გაბედა მარტო სტრელზე წასვლა, არც არავინ ეგულებოდა თავის გარშემო გამყოლი, მიუხედავად იმის, რომ გოგო ოთხმა მოიტაცეს და გადაწყვიტა გიგას დაკავშირებოდა, რომელიც იმ დროისთვის აზრზე არ იყო რა ხდებოდა. როცა გიგა სიტუაციაში გაერკვა, ნუკრის გოგოს დაბრუნება მოსთხოვა, სწორედ ამას გულისხმობდა გიგა ლექსოსთვის ნათქვამ სიტყვებში, რომ გოგო ლექსოს გარეშეც დაბრუნდებოდა, მაგრამ შეხვედრა რომელზეც ნუკრის დაბრო ქონდა მიცემული, უნდა შემდგარიყო, სადაც გიგა მარტო აპირებდა წასვლას.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1169 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (2)


ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,

ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.
ისევ თვალები და ცისკენ მზერა,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
იყავი კარგი, ხარ გაიძვერა
და შენში მოკვდა ადამიანი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 812 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (2)


შენი ფიქრებში წასული თვალები და
შენი ფერმკრთალი ღაწვები მომენატრა,
შენი საკერებლიანი კაბა ფასტამალის
გადახუნებული ფერები მომენატრა!

ნეტავი ერთხელაც კიდევ გაგაცოცხლა
ლოგინში მკვნესარე დედა მომენატრა,
რარიგად მოგივლიდი, გაგიფრთხილდებოდი
შენი წამლისთვის რბენა მომენატრა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1957 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)


სიცოცხლე შენ ხარ! და სიკვდილი რატომ ვეძებო?!

მე უკვდავება ჩავიფიქრე ოცდამეორე,
ოცდამესამე შთაგონების წყარო ახლოა,
და უკვდავება კიდევ ერთხელ გამიმეორე.

მოკვდავის სული დამამძიმებს, ფრთები შემასხი,
რომ გავუფრინდე სიწმინდიდან, ცოდვის ხაფანგებს,
მე თავხედი ვარ! არ მეყოფა მცირე არასდროს,
მოვისაკლისებ იმ ერთ წვეთსაც, ჩემს ზღვას რომ აკლდეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 897 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)


მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ

ექნება სურნელი ყვავილის
დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს ,
ჟრუანტლად სხეულში დაგივლის
და რაღა თქმა უნდა ექნება
ტკივილი, ცრემლები, სიმწარე
ცრემლების გარეშე სიყვარულს
ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 828 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.