ჩემი ხელები შენ ხელებში მოაქციე, ასე,სიჩუმით
გათენდება. მერე დაღამებას დაველოდები, ჩემ თითებს,შენი ხელის
გულები, სასთუმლად სანამ გაეგება.
...ერთხელაც ჩუმად გაგეპარები. მოვრჩები
სიყვარულს და მევე ავიგლეჯ იმას, რაც შემოვიწებე.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
900
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-16
|
|
ჩემში ფიქრებმა დაიდეს ბინა,ოცნებას
მისცეს საეჭვო წყარო,ახლა რატომღაც გაფრენა მინდა,მეუბნებიან
უფრთებო ხარო.სხვისი ნათქვამი რაში მარგია,განა ვერა ვგრძნობ
ფრთები ამომდის,ხოდა მე როცა გაფრენას ვცდილობ,ცდა ხან გამომდის,
ხან არ გამომდის.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
858
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-16
|
|
შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად,ისე
უბრალოდ, როგორც სულში ქრიან ქარები,ისე უეცრად, არა, იქნებ ბევრად
მარტივად,ვიდრე სიმშვიდემ მომიხურა ზურგთან კარები.უფრო
ლამაზად, რომ წაუხდეს ფერი ალიონს,თვალებში უხმოდ გადმომისხას ლურჯი
თენება,ისე საოცრად, ემოციამ სულმთლად დამლიოსდა მერე თუნდაც
ჩაინავლოს ქვეყნად მშვენება.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
960
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-16
|
|
მე ცისარტყელის პალიტრა მათრობს და
შემოდგომის ფოთოლთ სიბერე,ზამთარო, ამდენი ტკივილის მერეგული მე
რატომ გადამიღერე?წვიმის სიმღერა გულში ვიმღერე ცას მივაწვდინე
დღეს სულის ჰაგი,ზამთარო, ჩემთან რატომ მოხვედი,და დამითოვე
ფიქრებად დარდი?
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
950
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-16
|
|
როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად,სევდიან
თვალებს დახუჭავ წამით,მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმანდა
ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით.მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო,ფიქრები
ბიჭზე, რომელიც გიყვარს.იქნებ განგებამ ნება არ დართო,რომ
შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს?ეს მარტოობაც მისი ბრალია
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
843
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-16
|
| |