Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 5 » იყავი მხოლოდ ადამიანი.
11:04 AM
იყავი მხოლოდ ადამიანი.

ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.
ისევ თვალები და ცისკენ მზერა,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
იყავი კარგი, ხარ გაიძვერა
და შენში მოკვდა ადამიანი.
მივდივარ, მიმაქვს ფიქრი ასეთი,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
მე შენ სრულიად არ მაფასებდი
და შენში გაჰქრა ადამიანი.
ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 809 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2011-03-18 - 8:42 PM

am leqsma tavidan gamaxsena chemi pirveli tanjuli siyvarulis istoria ;(

2011-03-12 - 6:45 PM

cry cry cry cry cry cry cry smile smile smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.