Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 5 » სიცოცხლე შენ ხარ!
10:57 AM
სიცოცხლე შენ ხარ!

სიცოცხლე შენ ხარ! და სიკვდილი რატომ ვეძებო?!
მე უკვდავება ჩავიფიქრე ოცდამეორე,
ოცდამესამე შთაგონების წყარო ახლოა,
და უკვდავება კიდევ ერთხელ გამიმეორე.

მოკვდავის სული დამამძიმებს, ფრთები შემასხი,
რომ გავუფრინდე სიწმინდიდან, ცოდვის ხაფანგებს,
მე თავხედი ვარ! არ მეყოფა მცირე არასდროს,
მოვისაკლისებ იმ ერთ წვეთსაც, ჩემს ზღვას რომ აკლდეს.

არა არ მინდა! თუ ნაკლული მერგო სიცოცხლე,
მე უკვდავება ხელთავიდან გამინაწილე,
არ ჩამომაჭრა არც წამები ტკივილიანი,
მე მისი შიში ვერასოდეს გამანაძირლებს.

არა ქალღმერთო, უღმერთო ვარ მე უშენობით,
შენ ჩემი სულის სიწმინდე ხარ, ჩემი სამოსი,
რა მაცდურია ყოველივე, ხელუხლებელი,
უსიკვდილობის, სასიკვდილო ტანისამოსით.

არაფერი მაქვს დასამალი ჩემო მძარცველო
და წასართმევიც შენი ხელით არაფერი მაქვს,
შენ სიყვარული მისახსოვრე სამარადისო,
ახლა სიკვდილიც, შენი ძალით უზომოდ მიყვარს.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 897 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.