Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 5 » მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
10:56 AM
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ

მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
ექნება სურნელი ყვავილის
დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს ,
ჟრუანტლად სხეულში დაგივლის
და რაღა თქმა უნდა ექნება
ტკივილი, ცრემლები, სიმწარე
ცრემლების გარეშე სიყვარულს
ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე?
ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად,
ქუნქულა ღრუბლები დაგათოვს ,
გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი,
მზის სხივი ნაჟური გაგათბობს
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
თვითონვე გაოცდე, ვინა ხარ,
ოო, ამგვარ საჩუქარს ძვირფასო,
რამდენი წელია გინახავ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 829 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.