Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 5 » Skype სიყვარული - გაგრძელება :)
1:22 PM
Skype სიყვარული - გაგრძელება :)

ამას მოყვა შაკოს მეორე ზარი და ნუკრის თანხმობდა შეხვედრაზე. შეშინებულმა ნუკრიმ ვერ გაბედა მარტო სტრელზე წასვლა, არც არავინ ეგულებოდა თავის გარშემო გამყოლი, მიუხედავად იმის, რომ გოგო ოთხმა მოიტაცეს და გადაწყვიტა გიგას დაკავშირებოდა, რომელიც იმ დროისთვის აზრზე არ იყო რა ხდებოდა. როცა გიგა სიტუაციაში გაერკვა, ნუკრის გოგოს დაბრუნება მოსთხოვა, სწორედ ამას გულისხმობდა გიგა ლექსოსთვის ნათქვამ სიტყვებში, რომ გოგო ლექსოს გარეშეც დაბრუნდებოდა, მაგრამ შეხვედრა რომელზეც ნუკრის დაბრო ქონდა მიცემული, უნდა შემდგარიყო, სადაც გიგა მარტო აპირებდა წასვლას.
შაკო: ყველაფერი იასნა ძმა, შენში ეჭვი არც შეგვიტანია. კარგი ლექსო თეოს მიხედე მიდი და გავედით, მოვკლათ ეს საქმე
ლექსო დაიძრა თეოსკენ, რომელიც გვერძე ოთახში იწვა და მათი საუბარი ესმოდა. მართალია გაურკვევლად, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ ლექსო ის პიროვება იყო, რომელიც სკაიპში თავისივე ინიციატივით გაიცნო და შემდგომ ისე მოხდა, რომ ლექსომ სიყვარულიც კი არუხსნა. ერთი პერიოდი დაუჯერებლად მიაჩნდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მიხვდა, რომ ლექსოს მართლაც უყვარდა იგი.
ახლა კი... ახლა კი ლექსო მის წასაყვანად, გასათავისუფლებლად მოსულიყო.
ლექსო შევიდა ოთახში და თეოს წყნარი ხმით უთხრა: თეო დაწყნარდი, შენს სახლში დასაბრუნებლად მოვედი, გთხოვ დაწყნარდე, ყველაფერი დამთავრდა.
ლექსო იმასაც ვერ ხვდებოდა თეომ იცნო თუ არა იგი, მას ხომ მხოლოდ ლექსოს რამოდენიმე ფოტო ქონდა ნანახი.
ლექსომ ხელები შეუხსნა და წამოდგომაში დაეხმარა. თეოს უნდოდა ეთქვა, რომ იცნო და ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ ვერ შეძლო.
ლექსო, თეო და გიგა ეზოში ჩავიდნენ.
დათოს მანქანაში ლქესო, თეო და ლუკა ჩასხდნენ, შაკო და გიგა კი გიგას მანქანით უკან მიყვნენ მათ. რამოდენიმე წუთში დათოს მობილური აწკრიალდა
დათო: ჰა ლექსო უპასუხე, იმ შენი ძმაკაცის ნომერია
ლექსო: ჰოუ
გიგა: რას აპირებ? ესე პირდაპირ ვერ მივალთ
ლექსო: ხო ვიცი, ცოტა ახლოს მივიდეთ და იქ გეტყვი რა
გიგა: კარგი
დათკა მანქანა ახლოს არ მიიყვანო კორპუსთან, სადმე სიახლოვეს გააჩერე, შენ კიდე ლუკა ზაურას დაურეკე ძმობას გაფიცებ
ლუკა: დილის ხუთი საათია შეჩემა
ლექსო: დაიკიდე რა, თუ ჩართული აქ მობი გავაგვიძოთ
ლუკა: O K
თეოს გადაღლილობა და შიში დატყობოდა სახეზე, მანქანაში ჩაეძინა კიდეც. თავი ლექსოს მხარზე ედო, ლექსო მის ყოველ ამოსუნქვას გრძონდა, იმ მომენტში მასზე ბედნიერი კაცი არ იყო, თუმცა ჯერ ვერ ხვდებოდა წინ რა ელოდა, მის მკლავებ ქვეშ ხომ მისთვის უსაყვარლეს ადამიანს ეძინა, სახეში შესცქეროდა და თმის ბოლოებზე ეფერებოდა. ამ განცხრომაში იყო ლექსო, როდესაც ლუკას ბოხმა ხმამ გამოაფხიზლა და რეალობას დაუბრუნა მისი გონება.
ლუკა: ზაურ გაგაღვიძეთ?
ზაური: რომელი ხარ? იკითხა ნამძინარევი ხმით
ლუკა: ლუკა ვარ, გუშინ გავიცანით ერთმანეთი...
ზაური: ხო, ხო... რა ხდება მშვიდობა?
ლუკა: კი ძმა. შენი დახმარება გვჭირდება, შეძლებ სახლიდნ გამოსვლას?
ზაური: ვიზამ რამეს, სადა ხართ?
ლუკა: ნაკადულის ქუჩის კუთხეში
ზაური: ათ წუთში მანდ ვარ
ლუკა: კარგი გელოდებით
ზაური: თეო?
ლუკა: აქ არის ჩვენთან
ზაური: კარგი, კარგი ვიცმევ და მანდ ვარ
დათქმულ დროს ზაური დათქულ ადგილას იყო.
ზდაროვათ ბიჭებს, სკამზე მჯდომთ მიესალმა ზაური
გაუმარჯოს
ზაური: სად არის თეო? თქვენ როგორ ხართ? მორჩა ყველაფერი? აჩქარდა ზაური
ლექსო: კი ზაურ, კი, შენ დაწყნარდი, თეო მანქანაშია, ჩაეძინა. მოკლედ ზაურ, გოგო მე და შენ სახლამდე უნდა ავიყვანოთ.
ზაური: ხო, მარამ აქ საძაღლეთია. შენი გამოჩენა და...
ლექსო: მე რა შუაში ვარ? აღარ აცალა ლექსომ დამთავრება
ზაური: მოკლედ, ყველამ გაიგო რომ თქვენ საქმეში ხართ. ძაღლების გარდა თეოს ნათესავი გამოჩნდა და გეძებს, ვიღც ძველები ჩარია, მოკლედ შენზე აქვთ ეჭვი.
ლექსო: ვახ ბლიად! ძველები არ არის პრობლემა, გაიასნდება, ძაღლებს კი... ჰმ ბლიად!
ზური: ხო მაგრამ მარტო სახელი ფიგურირეს შენი, პიროვნულად ან ფიზიკურად ვერ გცნობენ, ყოველ შემთხვევაში ესე ვიცი მე.
ლექსო: სახლში არიან ეხლა მენტები?
ზაური: ამჟამად არამგონია, მაგრამ სადმე სიახლოვეს იქნებიან უეჭველი
ლექსო: კაროჩე ავედით მე და შენ ზურ
შაკო: იქნებ არ ღირდეს? დაფიქრდი ლექსო! ჩაერთო შაკო
გიგა: ხო რა ზაური აიყვანს გოგოს მარტო
ლექსო: არა, არა წავედით ზაურ!
ბიჭები კარგად ცნობდნენ ლექსოს და მისი ხასიათიც იცოდნენ, ერთს რომ იტყოდა ბოლომდე არ შეცვლიდა ამ სიტყვას, ხელიც აღარ შეუშალეს და გაყოლა დააპირეს.
ლექსო: გიგა ძმაო დაფიქრდი ამდენი, რომ ავალთ უკვე თვალში საცემი ვართ და ეჭვიც გაღვივდება. იმ ნათესავს ვნახავ, ვინ ძველები ჩარია გავარკვევ და აქ ვარ რა.
ლექსო მანქანისკენ დაიძრა, სადაც თეოს ეძინა და გაღვიძება სცადა.
თეო, თეოო გაიღვიძე სახლში ავიდეთ
თეომ შეშინებულმა გაახილა თვალები და დაფრთხა.

თეო: სად ვარ? შენ? შენ? ლექსო?..
ლექსო: კი თეო, მე ვარ, ოღონდ დაწყნარდი, მე არაფერ შუაში არ ვარ, თუმცა რა მნიშვნელობა აქ ხუთ წუთში სახლში იქნები. ლექსო მისკენ დაიხარა რათა გადმოსვლაში დახმარებოდა.
თეო: ვიციიი, ვიცი რომ არაფერ შუაში არ ხარ. ჩუმად ჩაილუღლუღა თეომ
ლექსო: ნუ ტირი გთხოვ, დაწყნარდი მორჩა ყველაფერი და ნელი ნაბიჯებით სადარბაზოს კიბეებს აუყვნენ.
ზურმა ორი წუთით ადრე ოჯახი გააფრთხილა და სიტუაცია ორიოდე სიტყვით აუხსნა.
მშობლების დანახვაზე თეო გაიქცა მათკენ და ჩაეხუტა, იქვე იყო თეოს პატარა დაც, ყველანი ბედნიერები იყვნენ. იყო კითხვების ზღვა ვინ? ხომ არაფერი დაუშავებიათ? ის ბიჭი ვინ არის? და ასე შემდეგ.
ოჯახს მოსვენება ჭირდებოდა და ახლობლები, მეზობლები, ნათესავები ნელ-ნელა შეთხელდნენ და ოჯახი მარტო დატივეს, თუმცა ხალხის სიმრავლე მაინც იმჩნეოდა.
ლექსო იქვე კარებთან, კიბეებზე იდგა და თეოს ნათესავს და ვიღაც ასაკოვან, ჭაღარა კაცს ესაუბრებოდა. კაცმა ერი კითხვა დაუსვა ლექსოს: მე რაღაც-რაღაცეები გავარკვიე ლექსო და ისიც ვიცი შენ თავში არ ედექი ამ საქმე, უფრო მეტიც გოგო შენ დააბრუნე, მაგრამ დღეს დაღლილი ხარ გეტყობა, ხვალ კი ყველაფრის ახსნა მოგიწევს, რა და როგორ იყო, მოსულა ლექსო? მშვიდი კილოთი იკითხა მამაკაცმა.
ლექსო: რაზეა ლაპარაკი, ხვალ შეგეხმიანებით, კაი ხალხთან ლაპარაკს რა ჯობია. შენ კიდე ბიჭი მომხედე! იაზვურად შეძახა ლექსომ თეოს ნათესავს., რომელთანაც ხუთიოდე წუთის წინ პატარა სპორი მოხდა. ერთი იცოდე: სანამ შენ აქ იჯექი, ყავას სვამდი და ვალერიანის წვეთებს ყლაპავდი, ამ საქმეზე მე დავრბოდი და შენი სალაპარაკო აქ მკვდარია, გაიგე ბიჭი?
ბიჭი გაცხარდა, თუმცა ჭაღარა კაცმა შეძლო მისი შეკავება, ლექსოს კი ზაური იჭერდა და სიტუაციაც განიმუხტა.
ამ ხმურზე მენტებიც გამოჩნდნენ, რომელთაც უკვე ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია ლექსოზე და სწორედ იგი მიაჩნდათ დამნაშავეთ. კიდევ ორიოდე წუთიც და ლექსოს ხელბორკილები ედო. ამ ყველაფერს კი თეო ხედავდა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო, უცბად მოსწყდა ადგილს ლექსოს ჩაეხუტა და ტირლი დაიწყო, ძლივს დააშორეს წყვილი ერთმანეთს, აღელვებისაგან ცრემლი ლექსოსაც მოადგა. როგორც იქნა ლექსო და თეო ერთმანეთს დააშორეს. ლექსოს გარდა ვერავინ ვერ ხვდებოდა რამ გამოიწვია თეოს ასეთი რეაქცია. საქმე კი შემდგომში მდგომარეობდა: მანქანაში თეომ რამოდენიმეჯერ შენიშნა ლექსოს ქამარში გარჭობილი პისტოლეტი, ხოლო სანამ ხალხი მათ განცალკევებას ცდილობდა, თეომ პისტოლეტი ამოაცალა ლექსოს და ხალათის ქვეშ დამალა და რბილად რომ ვთქვათ გადაარჩინა იგი.
ლექსო დაიჭირეს. ვერავინ ვერ შეძლო მისი სიმათლის დამტკიცება. ვერც ლექსოს ოჯახმა და ადვოკატებმა, ვერც ძმაკაცებმა, ვერც თეომ და ვერც მისმა ოჯახმა. ყველა სამხილი მის წინააღმდეგ მეტყველებდა.
სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ლექსოს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ადამიანის გატაცებისთვის მართალია ეს მცირე სასჯელი იყო, მაგრამ საქმეს ხომ მომჩივანი არ ყავდა, უფრო მეტიც დაზარალებული ლექსოს სასარგებლოდ იძლეოდა ჩვენებას.
ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ვიღაცას ზემდგომი ეშელონებიდან ამ საქმის განვითარება ესე აწყობდა და ვერანაირი სიმართლე ვერ დაუდგებოდა მათ გაცემულ ბრძანებას წინ.
არ არის ეგ ბიჭი ციხისთვის! ძალიან მგრძნობიარეა! ნერვიულია! კომფლიქტური! რაიმე შარს გადაეყრება! ესე ფიქრობდა ყველა ვინც კი ლექსოს იცნობდა.
თეო, შაკო, ლუკა, გიგა, დათო და ლექსოს ძმა ხშირად აკითხავდნენ ხოლმე მას, ხშირად კვირაში ორჯერ, სამჯერაც კი. უყვებოდნენ უბნის ამბებს და ცდილობდნენ როგორმე შეემსუბუქებინათ მისთვის, თავისუფლების დაკარგვით გამოწვეული ეს ტანჯვა.
როგორც წესი ბოლო თხუტმეტი წუთი ბიჭები თეოს და ლექსოს მარტოს ტოვებდნენ ხოლმე სასაუბროდ. საუბრობდნენ ყველაფერზე: წარსულზე, იხსენებდნენ როგორ გაიცნეს ერთმანეთი სკაიპში, საუბრობდნენ მომავალზე, თუ როგორ მოიქცეოდნენ ლექსოს გათავისუფლების შემდგომ, საუბრობდნენ თეოს ცხოვრებაზე, თუ როგორ სწავლობდა იგი სკოლაში., მეთერთმეტე კლასს ამთავრებდა თეო და აბიტურიენტი იყო. ლექსო ყველაზე მეტად მათ ურთიერთობაზე საუბარს არიდებდა თავს, რამდენი თეო მათ ურთიერთობაზე ამოიღებდა ხმას, იმდენი ლექსო პასუხობდა: თეო მე შენ მიყვარდი, მაგრამ მაშინ თავისუფალი ვიყავი, ეხლა კი უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ, აი გარეთ რომ გამოვალ მერე, პაემანზეც დაგპატიჟებ თუ რათქმა უნდა თვისუფალი იქნები და ესე ხუმრობაში გადაყავდა თემა, რადგან ლექსოს არ სურდა თეოს თავი დამნაშავედ ეგრძნო.
ბიჭები გარედან ყველაფერს ცდილობდნენ იმისთვის,რომ ლექსოს შიგნით პრობლემები არ შექმნოდა. კამერის მაყურებელი გიგას ძმაკაცი აღმოჩნდა და ისიც საქმის კურსში ჩააყენეს. წესით და რიგით ლექსოს არანაირი პრობლემა არ უნდა შექმნოდა, თუმცა რამოდენიმე შეხვედრაზე იგი მაინც ჩალურჯებული თვალით გამოცხადდა, რაც ხოლოდ მისი ტემპერამენტის და მძიმე ხასიათის დამსახურება იყო.
რაც შეეხება ნუკრის, ბიჭები მის მოსაძებნად ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, ლექსო ხომ სწორედ ნუკრის დანაშაულის გამო იხდიდა სასჯელს. თუმცა ნუკრიმ მოასწრო გაუჩინარება და მისი ასავალ-დასავალი იმ დღის მერე არავინ იცოდა.
რაც შეეხება ლექსოს საიდუმლოებებით მოცულ სასჯელს, ვერავინ ვერ შეძლო ბოლომე იმის გარკვევა, თუ რისთვის ან ვისი ბრძანებით იჯდა იგი ციხეში. საქმე დახურულად გამოცხადდა, ლექსოს კი ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ლექსოს დაპატიმრებიდან რამოდენიმე თვის თავზე, ლექსოს ადვოკატმა ერთი მეტად დამაფიქრებელი ინფორმაცია აცნობდა ლექსოს ოჯახს და ახლობლებს, რომელიც უკვე ნათელს ფენდა საქმეს... ლაპარაკი იყო იმჯამინდელი შ.ს. მისმიტრის მოადგილე ვინმე ლადო ახალაიაზე, რომელიც ადვოკატის მტკიცებით ნუკრის ბიძა უნდა ყოფილიყო...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1170 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2011-04-01 - 9:58 PM

au gaagrdzelet raa..ramdeni xania rom velodebi amden xans ras shvebit eeee?

2011-03-20 - 4:36 PM

au gaagrzele ra male dzaan mainteresebs

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.