Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » გაზაფხულია
5:42 PM
გაზაფხულია

გაზაფხულია,წვიმის წვეთები
ქუჩაში ლამაზ ფერხულს უვლიან,
წკაპუნი გააქვთ ფანჯრის მინაზე
და მოგონებებს ფერებს უცვლიან.
ვიხსენებ იმ დროს, როცა გიყვარდი,
მოხვიდოდი და მზესავით მწვავდი,
შემდეგ კი წვიმას დაუმეგობრდი,
შემდეგ თავადაც შავ ღრუბელს ჰგავდი.
შენ მოდიოდი წვიმასთან ერთად,
გადაიღებდა,მტოვებდი მყისვე,
წვიმას ველოდი მე იმ იმედით,
რომ მოხვიდოდი შენ ჩემთან ისევ.
ბუხართან ერთად ჩამოვჯდებოდით
და გავითბობდით:მე სულს, შენ ხელებს...
დრო გადიოდა და გივიწყებდით
შენ,შენზე ფიქრებს ცეცხლივით მწველებს.
შევძელი!უკვე მე აღარ გელი,
ახლა ჩემს გრძნობებს ტკივილი ჰქვია,
იქნებ ოდესმე კვლავ მოჰყვე წვიმას,
მაგრამ იცოდე ,იქნება გვიან.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1218 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.