6:06 PM **მე შენს გარდა** | |
თეთრ მიხაკებს ვიკრავ გულში მომაცილებს თეთრი რაში, ცხრამეტი წლის გავხდი გუშინ, გუშინ გავხდი...ოცნებაში. მე ასეთი ბედნიერი თუ ვიქნები ნეტავ ოდეს, -ველ-მინდვრებო!ვამბობ ღელვით- გვირილები მომაწოდეთ.. გვირგვინს მთები დაგიწნავსო- ჩამჩურჩულა სიომ ნელა. გულის სწორი თუ არ გყავსო დღესვე წადი საძებნელად. ტყემ დაუშვა მწვანე ფარდა, თვლა დავუწყე ნაძვის გირჩეებს: გულის სწორად?..მე შენს გარდა სხვას არავის ამოვირჩევ!... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |