Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » მიყვარხარ...
5:31 PM
მიყვარხარ...

მიყვარხარ, თუმცა ეს უკვე იცი,
მაგ ეშმაკუნა თვალებმა გაგცეს,
შეფეთებისას იწყებენ ციმციმს,
მაბეჩავებენ ვერსაით გამქცევს. 


მე კი, მას აქეთ, რაც ეს დამმართე,
ლექსად დამჩემდა ფიქრის გამართვა.
და აღარ მახსოვს სხვა მისამართი,
შენი სახლისკენ სავალის გარდა. 


ერთხელაც მოვალ და გაგენდობი,
რომ აღარ ძალმიძს ყოფნა უშენოდ,
რომ გაბლანდულან სულში ბინდები
და შენი შუქით უნდა უშველო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 764 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.