Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » რიცხვები ..
6:10 PM
რიცხვები ..

რიცხვები ირგვლივ გამრავლდნენ ბევრად
ბრმა მნიშვნელობებს მეტად იძენენ,
ჩვენც გვაბრმავებენ მეტად და უფრო
სანთლით ერთები თუ მოიძებნენ.
მეტანიების,ლოცვის,პირჯვარის
რაოდენობას რამე აზრი აქვს?
თუ მათგან ერთიც ვერ ირწმუნე და
თუკი ვერცერთი გულთან ვერ მიგაქვს.
თავგზას აგიბნევს ანგარიშები,
კარგის ან ცუდის მთვლელი რიცხვები,
დაგავიწყებენ შემთხვევითობას
სილოგიზმები,გამორიცხვები.
თავისკენ არცერთს არ ექაჩება
არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი,
ჩვენ გვაქვს უფლება,ჩვენივე ნებით
რომ ავირჩიოთ მათგან ერთ-ერთი.
ეს მიმაჩნია ბედნიერებად
და არა ირგვლივ ვინმე ან რამე,
არ მავიწყდება შემთხვევითობა,
თორემ იქნება ორმაგად მწარე...
მივდივარ იქით,სასადღაცეთში,
სადაც ახალი ჯერ არ მინახავს,
გიტოვებთ ლექსებს,უფრო ისეთებს,
თავის სხეულში რომ შემინახავს.
მივდივარ ახლაც,რატომ გავჩერდე,
გამეცალეთ ან გადამეღობეთ,
არ აიხლართოთ ბრმა რიცხვებში და
როგორც თქვენ გინდათ,ისე მეყოლეთ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 932 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.