დღიურო...არაფერი გამომდის, რაც უფრო ვეწინააღმდეგები ჩემს თავს მით უფრო მეტად მინდა მასთან ერთად ყოფნა... ურთიერთობაც დაგვეძაბა...ვაიმეეეეე....
|
როცა იგრძნობ რომ გეტირება, დამირეკე, ვერ შეგპირდები რომ გაგაცინებ, მაგრამ გპირდები, რომ შენთან ერთად ვიტირებ.
|
თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო, შორს ნუ მეძებ! მანდვე ვარ... შენს გულში..
|
რატომ უყურებ ცას ამდენ ხანს? - ლამაზია. - მეც ვიცი, რომ ლამაზია, მაგრამ ამდენ ხანს რატომ უყურებ? - მამშვიდებს!
|
ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას,რასაც ფეხით ვთელავთ…. მაგრამ მაინც გვავიწყდება ცაში ახედვა…. ათას თვალს ვხედავთ,მაგრამ გვავიწყდება საყვარელი თვალების ფერი და სითბო…
|
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
792
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-24
|
|
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
753
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-24
|
|
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
848
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-24
|
|
მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
814
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-24
|
|
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები…
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
765
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-24
|
|
რას ვეძებთ მთელი ცხოვრება? ალბათ ყველანი ვეძებთ ერთსადაიგივეს - საკუთარ თავს სხვის გულში
|
როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვერდით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.
როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
893
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-24
|
|
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
813
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-24
|
|
,,მე სიცოცხლე მინდა... მინდა დღისით მზე მათბობდეს და ღამით მთვარე მინათებდეს თვალებს...
|
,,არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყოველთვის გაიღიმონ და ადამიანები, რომლებიც თამაშობენ გაღიმებულებს.
|
ჩემი დაწერილი ლექსია
რაც თავი მახსოვს ჩემი
ლექსი მინათებს გზას,
ლექსი-ალმურის ფერი
ლექსი-ნექტარის ზღვა.
გრძნობა-ვარდივით ნაზი,
მღელვარე,როგორც ზღვა,
პირამდე სავსე თასი,
ქარის ველური ხმა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
835
|
დაამატა:
mariami
|
თარიღი:
2011-06-24
|
| |