Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 24 » დღიურო...
8:58 PM
დღიურო...
 საყვარელო დღიურო, აი დავიწყე ნულიდან ყველაფერი... უნდა ვაღიარო ცოტათი გამიჭირდა და ძნელი ყოფილა, მაგრამ მაინც არ გავჩერდები, თანაც უკან დახევა უკვე გვიანია. ერთი ვიცი ნამდვილად... ჩემს ახალ ცხოვრებაში მძულს სიყვარული და აღარავის შევიყვარებ!!! ჩემს სიტყვას შევასრულებ, რადგან წინა ცხოვრება ხომ სიყვარულის გამო დამენგრა... ვიღაცამ მითხრა, სიყვარული სათუთ ლარნაკს გავსო რომელსაც ისე უნდა მოუარო, რომ არ დაზიანდეს და არ გაგიტყდესო... ხოდა მე სახლში ისედაც ბევრი ლარნაკი მაქვს და კიდევ ერთის დამატება აღარაა საჭირო. მოკლედ სიყვარული მხოლოდ ხელს შემიშლის. მორჩა, წერტილი დაესვა..no love no problems.ეხლა კი სასწრაფოდ უნდა მოვრჩე წერას თორემ სკოლაში მაგვიანდება.
***
დავბრუნდი...არაფერი ახალი არ მომხდარა.უი არა მოხდა..დღეს მარიმ ორი ბიჭი გამაცნო:მიშკა და ალეკო.რატომღაც ალეკოს სახე უფრო დამამახსოვრდა,ალბათიმიტომ რომ უფრო სიმპატიური იყო მიშკაზე.მარიმ მითხრა მოსწომხარ ორივეს,მაგრამ კარგით რა! ჯერ ეგერთი შანსი 0-ია იმისა, რომ რამე გამოუვიდეთ და მეორეც, ახალი გადმოსული გოგო ბიჭებისათვის კაი ხანი "მოდაშია".მოკლედ დიდი ბრძოლა მომიწევს ამ სკოლაში,რომ ბიჭებს თავისი ადგილი მივუჩინო.
***
ძვირფასო დღიურო ალეკომ არ ვიცი საიდან,მაგრამ ფეისბუქზე მიპოვა და თითქმის ყოველღე მწერს.თანაც სკოლაში ყოველ დასვენებაზე ჩემი კლასის წინ დგას...მგონი მართლა მოვწომვარ?!...არ ვიცი მე ვერ მივცემ თავს იმის უფლებას,რომ ეს ახალი ცხოვრებაც სიყვარულის გამო დაინგრეს.თან ამდენი წვალების შემდეგ...
***
ალეკომ სკაიპში დამიმატა და თითქმის სულ ვწერთ ერთმანეთს...ნორკამ მითხრა, რომ ალეკო მეცრე კლასებში ყველაზე სიმპატიური და პოპულარულიაო...პოპულარულ ბიჭებს ბევრი გოგოებიც ახვევიან გარს და არ მინდა მათ შორის ჩავეწერო...მაგრამ არ იქცევა ალეკო ჩემთან ასე....ხშირად მაძლევს კარგ და ჭკვიანურ რჩევებს და მასთან ნებისმიერ თემაზე შემიძლია ლაპარაკი.ჩემი დიდი ძმასავითააა. ძაან მომწომს რომ ჭკვიანია და არ მიეკუთვნება იმ ბიჭების კატეგორიას მხოლოდ ზმანებითა და გოგოების დაკერვით ცხოვრობენ...
***
ძვირფასო დღიურო მალე ალბათ სკოლაც დამთავრდება. გაკვეთილებიც ბევრი აღარ მაქვს სასწავლი. ჩემი და ალეკოს დამოკიდებულება არ იცვლება...ალეკოს ძალიან უყვარს ფეხბურთი არის გაწონასწორებული,აკონტროლებს ემოციებს,გამგები,ჭკვიანი და მამაკაცურია...ამაზე კარგ მეგობარს ვერსად ვერ იშოვის კაცი. საერთოდ მიკვირს როგორ მიძლებს ამდენ ხანს?რამდენჯერ უმიზეზოდ ვეჩხუბე,ვეკაიფე,ვენაგლე... საწყალი ბიჭი.. ეგ არაფერია გადაიტანს თუკი ჩემთან მეგობრობა სურს...
***
არ ვიცი ეს როგორ დავწერო ან როგორ გადმოვცე...ორთვენახევარია მე და ალეკო ერთმანეთს ვიცნობთ და მემგონი...მგონი მომწომს....აშკარად ძმაკაცზე,მეგობარზე მეტია...მისი ერთი გამოხედვაა საჭირო და მე "ვდებილდები" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.სკაიპში შევდივარ იმ იმედით, რომ იქ იქნება და მივწერ...რა მემართება?არააა! არ მინდა ვიცოდე რა მემართება და ეს მშვენიერი მეგობრული ურთიერთობა ჩავამწარო ჩემი ეგოისტური ხასიათის გამო! არააა... გინდაც რამე ხდებოდეს და მე ალეკო მიყვარდეს რა მაგასაც ვუყვარვარ? არააა... არა მგონია... მე ვიქმნი ხოლმე ილუზიებს,ამიტომაც უნდა მოვრჩე ამ სისულელეს და ჩემს თავს შთავაგონო,რომ ალეკო ჩემი მეგობარია...
***
დღიურო...არაფერი გამომდის, რაც უფრო ვეწინააღმდეგები ჩემს თავს მით უფრო მეტად მინდა მასთან ერთად ყოფნა...ურთიერთობაც დაგვეძაბა...ვაიმეეეეე.... სულ რაღაც სამი დღე და სწავლაც  მორჩება. ვეღარ ვნახავ ალეკოს. ჰმჰ... რა გავაკეთო? მთელი ზაფხული ვიტანჯო? არაა.რაც არის არის! მივალ და დაველაპარაკები. ვეტყვი რასაც ვგრძნობ... ის მაინც ვიცი, რომ არ დამცინებს და თუ არ ვუყვარვარ ამ საკითხს გაგებით მოეკიდება.აღარ მეშინია, იმიტომ რომ ალეკო მართლაც კარგი ადამიანია და დამეხმარება მის დავიწყებაშიც...აბა წარმატებები მისურვე სკოლაში მივდივარ...
***
არაფერი მითქვამს ალეკოსთვის. არა...იმიტომ არა რომ შემეშინდა. უბრალოდ აზრი არ ჰქონდა და იცით რატომ? როცა მივდიოდი ლაპარაკს მოვკარი ყური.ალეკო ბექას ეუბნებოდა, რომ გოგო მიყვარს სერიოზულადო.- ბექამ ჰკითხა ვინ არისო? ალეკომ არ იცნობო...ჰმჰ... აღარ ღირდა ნამდვილად თქმა, ყველაფერი გათავდა... ზაფხული წინააა და დავივიწყებ. შენი ფურცლები კი თავდება დღიურო... სულ ორი ფურცელიღა რჩება მგონი...ახალი უნდა ვიყიდო... დამთავრდება გაკვეთილები, გავივლი და ავარჩევ რამეს კარგს... ოღონდ ისე გავალ, რომ ალეკომ არ დამინახოს თორემ ნამტირალევ თვალებს შეამჩნევს, მოვა და მკითხავს რა მოხდა? მე გული ამომიჯდება მის თვალებს რომ დავინახავ... ყველაფერს ვიტყვი... რაც არ მაწყობს...

***
 ნან...ალეკო ვარ...დღიური კიბეებზე დაგივარდა რომ ჩარბოდი,დაგიძახე მაგრამ არ მოგიხედია...შემთხვევით ბოლო ნაწერებს მოვკარი თვალი.ნუ ღელავ,მალე დაგიბრუნებ დღიურს,მაგრამ იცი რატომ ვწერ?...იმიტომ რომ შენც ვერ მითხარი ეს პირისპირ და დღიურში წერდი...ბექას რომ გოგოზე ველაპარაკებოდი იმ გოგოში შენ გგულისხმობდი...მაგრამ უბრალოდ ხომ იცი არა ბექას ამბავი?კაიფს დაგიწყებდა და უთანხმოება არ მაწყობდა ბავშვობის ძმაკაცთან...შენ გგონია ცრემლი ვერ შევამჩნიე შენს თვალებში იმ დღეს?მე ამ ცრემლების მიზეზიც ვიცი უკვე...უბრალოდ მიყვარხარ ძალიან ძალიან და არ გაქვს ტირილის მიზეზი.
                                                                (სამწუხაროდ დღიურის ფურცლები არ მეყო თორემ უფრო მეტს დავწერდი)
                                                                                                          ალეკო.


ნანა ფოცხვერაშვილი
კატეგორია: ექსკლუზივი♥ | ნანახია: 1724 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 6
2012-05-19 - 11:33 PM

au chem tavze vkitxulobdi megonaa.....:DD neta chemi ambis dasasrulic egeti iyos biggrin

2011-12-12 - 1:21 AM

- daduna Ra Mogivida?:(

2011-12-11 - 10:13 PM

vaime xalxo mishvelet dzaaaan cudad var

2011-06-26 - 4:49 PM

angel happy Ani_ LoVeR Shenc Vinme Gyavs Aleko? biggrin
Admin heart

2011-06-25 - 1:29 PM

love

2011-06-24 - 10:31 PM

vaime ra magariaaa.tan aleko ro gavigone damburdzglaaaaa surprised surprised surprised surprised happy happy happy happy surprised surprised surprised

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.