Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 11

კაცებო ქალებს გაუფრთხილდით

გული ფიანდაზად გაუშალეთ..
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ..

ქალებს დაულოცეთ ქალობ დაა,
ბაღის ყვავილივით მოუარეთ,
თორემ სხვა ძალა ქალის ძალა,
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1048 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-11 | კომენტარი (0)




..როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის და იმედიც თითქმის დაილია,გაიხსენე რომ მზე გათბობს მის მაგივრად,ნიავი გეფერება და ჩუმად ყურში ჩაგჩურჩულებს მიყვარხარ,ყვავილები მის მაგივრად გიღიმიან და მთვარე კი გფარველობს და კიდევ ერთხელ გეუბნება,რომ სიყვარული ყველაზე ძნელია ამ ქვეყანაზე....
პ.ს
...დღეს რომ შენ საყვარელ არსებას "გაებუტე"ქვეყნის დაქცევა ნუ გეგონება,ეს ხომ

სიყვარულის განუყრელი ნაწილია?!

...დიდი სიყვარულისთვის დიდი პატიება უნდა შეგეძლოს...

...იცოდე გულწრფელ თვალებს არ ეღალატება და
თუ გენდობა აუცილებლად უყვარხარ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 754 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-11 | კომენტარი (0)


დამხატე,

დამხატე...
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს.
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით.
შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია.
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...
ოღონდ თეთრი მოსაწყენია.
დახატე სივრცე...
ოღონდ ლურჯი აღარ დახატო.
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით.
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 776 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-11 | კომენტარი (0)


ღამეა ბნელი, წყვდიადი
სიბნელე შიშსა ჰზავებსა
ამ ბნელს გაუძლებს მარტოდენ
დიადი მსგავსი ხვანგისა
მისი სახელი სახვეწარ
დიდად განთქმული გვარისა
შეიქმს შიშს, შეიქმს სიყვარულს
მისაბაძს მისას გარჯისას.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 827 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-11 | კომენტარი (0)


უშენოდ წამი ჩემთვის დღე არის

შენი ცრემლი კი ჩემთვის სიკვდილი
შენ ხარ პეპელა ბაღში ნავარდობ
მე პატიმარი ციხის ვალს ვიხდი
როცა გითხარი, რომ შემიყვარდი
მომეფერე და გულში დამცინე
ისევ მახსოვხარ ვერ დაგივიწყე
და ისიც მახსოვს როგორ ვიტირე.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 745 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-11 | კომენტარი (0)


ეს ლექსი ეძღვნება მანდილოსნებს იმედია მოგეწონებათ მანდილოსნებო და დააკომენტარებთ


მე ბევრი რამე არ მომწონს ქვეყნად,
ან რატომ უნდა მწამდეს ყოველი,
რისთვის აცდუნა ადამი ევამ,
ან ქალებისგან სხვას რას მოველით?!

ქალი, ყველაზე დიდი ცდუნება,
ყველაზე სუსტი წერტილი კაცის,
ასეთი არის ჩვენი ბუნება,
ქალის გულისთვის სულსაც კი გავცვლით...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 902 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-11 | კომენტარი (0)


1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.

2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.
4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 740 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-11 | კომენტარი (0)

უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... ქალმა სამყარო,

ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი

უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო

და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.


მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს,

მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს,

თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს,

ქალი თუ არა... არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 766 | დაამატა: CrAzY | თარიღი: 2011-06-11 | კომენტარი (0)

რ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და უფრო ძლიერ მაწუხებ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 772 | დაამატა: CrAzY | თარიღი: 2011-06-11 | კომენტარი (0)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.