Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 24 » რას ვეძებთ მთელი ცხოვრება?
4:22 PM
რას ვეძებთ მთელი ცხოვრება?

რას ვეძებთ მთელი ცხოვრება? ალბათ ყველანი ვეძებთ ერთსადაიგივეს - საკუთარ თავს სხვის გულში….

დავსდევთ ჩვენს ფანტომურ ოცნებებს, ძლიერ და იშვიათ ნარკოტიკს - სიყვარულსდა უბრალო ადამიანურ სიყვარულს კი არა,როგორც სასიამოვნო ემოციას,არამეტ რეზონანსს, ჩვენი სურვილების თანხვედრ ვექტორს, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს რეალობასთანსამწუხაროდ ამ ფანტომთან ბრძოლა საკუთარი ძალებით არარეალურიაამაზეც ღმერთის ნებაა საჭირო

იქნებ არის კიდეც ღმერთის ნება და გვეხმარება კიდეც, მაგრამ ჩვენ არ გვესმისარ გვესმის რადგან საკუთარი გულისცემა იმდენად ძლიერია, რომ აღარაფერი გვესმის, სმენას ვკარგავთგულის ყურს ვკარგავთ

მაშინ მიგაქანებს გულის ყოველი დარტყმა რეზონანსის ტალღებად სულ უფროდაუფრო ღრმად და გავიწყდება,რომ ცურვა არ იცი და წყლის ყოველთვის გეშინოდა
მაშინ გიზიდავს ანდამატივით შენი სიყვარულისა და ვნების ობიექტი ისე, რომ ყოველი სიტყვა აზრს მოკლებულ არაჩვეულებრივ მუსიკად ჩაგესმის ყურში

...სიყვარულის პულსს კი ვეღარ შეანელების უკვე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობსხან სიხარულის და ბედნიერების ცაში აყავხარ და მზად ხარ ყველას ყველაფერი აპატიო და ყველა ტკივილი დაივიწყო, ხან კი... მიწაზე დაგცემს ტანჯვითა და ტკივილით, სიძულვილით აგავსებსპირველ რიგში საკუთარი თავისადმიდა ერთი წამითაც აღარ შეგიძლია საყვარელ თვალებში ჩახედვა, თუნდაც უკანასკნელად

მხოლოდ ერთადერთ ადამიანს აქვს უფლება ჩემს გულს ხელით შეეხოსჩვენ ხომ ერთნაირი პულსი გვაქვსდა ეს იშვიათობაა

ამიტომ ღმერთს ვთხოვ მოგვიტევოს და შეგვინდოს , რადგან საკუთარმა გულისცემამ დაგვაყრუათუმცა ვიცი,რომ ამისთვის მაინც მოგვეკითხება

"თუკი ბაბუაწვერამ გაიყოლა თვალების ეშხი,
უეშხო თვალებს რა ეშხი აქვთ, რაღაა მზერა...? 
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1004 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.