ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა. არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა. სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია. რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია. მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ? გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი. მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება. როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება.
და როცა ვარდს შეუყვარდა მისი ეკლის მკერდზე ჩხვლეტა, თითქოს გულზე სისხლის წვეთი უნებურად დაეწვეთა, ტკივილს იტანს, მაგრამ თვალზე გადაეკრა შავი ნისლი, მგლოვიარეს რას უშველის დანთხეული ტანჯვის სისხლი.
რაღაც დაგვიბერდა ძველი ალუბლები აღარც ნაყოფს ისხავს და მზეც არ ანათებს ერთურთს გაურბიან ჩვენი ვარსკვლავები ვარდის სურნელება შენს თავს არ მახარებს.. ისევ საზიზღარი ჩიტი ხეზე გალობს თითქოს კაიფობს და ამით ნერვებს მიშლის თითქოს ამ ჭიკჭიკით შენზე რამეს ამბობს მაგრამ რა (***) უნდა კაცმა კი არ იცის..
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.