Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 24 » არსებობენ ადამიანები....
4:06 PM
არსებობენ ადამიანები....



,,
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყოველთვის გაიღიმონ და ადამიანები, რომლებიც თამაშობენ გაღიმებულებს.
ზოგჯერ დავიღლებით, იქვე რამეს დავეყრდნობით და ცხოვრების გზაზე ჩამომსხდრები დასვენებას ვცდილობთ.
ვმალავთ ტკივილს, საკუთარს ან ერთმანეთისას. არ ვიმჩნევთ, რომ ჩვენს გვერდით ვიღაც ტირის, რადგან არ ვიცით რითი უნდა დავამშვიდოთ.
ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და ვატყუებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამ დროს კი თავადაც არ გვჯერა ამის.
ვამბობთ ძალიან ბევრ სიტყვას, რომელიც ზედმეტია, და იშვიათად გამოვხატავთ სითბოს, რომელიც ყველაზე მეტად არის საჭირო.
რამდენს ვწერთ-რამდენს ვიტყუებით, რამდენს ვიღიმით-რამდენს ვიტყუებით.
სითბო აუცილებლობაა და არა ვალდებულება.
ადამიანს თვალებში უყურებ და უხსნი, რამდენად ძვირფასია შენთვის, მერე კარს ხურავ და დაძინებისას ეგ სიტყვები წარსულს მიჰყვება.
იღვიძებ და თავს ატყუებ, თუ როგორი ლამაზია დილა, როგორ გიხარია გათენება და შენს სულს ებუზღუნები.

არსებობენ ადამიანები ვისაც წამებში უყვარდებათ, და ვისაც არასდროს უყვარდებათ."

კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 861 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2011-06-24 - 4:11 PM

magaria :*

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.