მერე რა, რომ გარეთ ცაა ღრუბლიანი, ჩვენ ხომ ვარსკვლავები ასეც დაგვითვლია... სულაც არ მანაღვლებს რაა უპრიანი, ან ცუდ საქციელად თუ რას ჩაგვითვლიან.
|
ვნები-ან-ი, თვალებზე და-ბან-ილი ქარი გან-დგომილი განედზე ზღვის დონ-იდან აშლილს ვხედავ, ფ-ენ-ს ზღვის სარკმელთან
|
დამშვიდება
რისი გეშინია? შენი აჩრდილია, დაგდევს და სურვილი აწვალებს.
შენი კოცნა უნდა? არც გასაკვირია, - მას კოცნა აკვანში ასწავლეს.
|
* შენ ისე კარგი ხარ:სხვისთვის მენანები, ნათელი ოცნება ღრუბელმა შენისლა… აღარ შემიყვარდე:დახუჭე თვალები კაცისა კი არა-დამფრთხალი შვლისა.
|
მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი. დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს, ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც მშიერ ბეღურებს, გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვე
|
-რა არის სიცოცხლე? -სიცოცხლე სევდა არის - ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. -სიკვდილი? -სიკვდილიც სევდა არის - ადამიანად არ ყოფნის სევდა
ჩოხელი
|
მე დავრჩი მარტო და დავდგი ხატი..... და მის ნაპირზე
ფრთხილად დავდე მე ერტი განძი.. ამ განძის სახე გავანათე თაფლის სანთელით..
და მის წინაშე ლოცვა ვიწყე შენი სახელით... ამ განძს ვახმერთებ მე არ
მინდა სხვა ზეციერი.. ეს განძი მიყვარს მისი სახე მისი იერი.... რადგან
ვიცი მის გრძნობაზე უფრო ძლიერი... ქვეყნად არ არის არც უსულო არც
სულიერი... განძს ვეამბორე დარჩენილი შენგან ეული.... ეს განძი შენი
სურათია ხატად ქცეული....
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
814
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
ნისლში გაეხვია ირგვლივ არემარე, ფიფქებმა
შეწყვიტეს თოვა, გაზაფხულია და მე კვლავ გელოდები, ნუთუ
აღარასდროს მოხვალ? ნუთუ სიყვარული სულ აღარ გაღელვებს, ნუთუ
არაფერს მეტყვი? ნუთუ ყველაფერი გაქრა და გათავდა, ჩემი ოცნებების
მეტი? ნუთუ განშორებამ გული არ გატკინა, ნუთუ აღარ ფიქრობ ჩემზე? ჩვენი
სიყვარული ზღაპარი ყოფილა, ზღაპარი შენზე და ჩემზე!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
885
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…
|
ის რომ ვიცოდეთ სად ვცდებით, ალბათ
არასდროს შევცდებით.
ეკლიან გზებსაც ავცდებით და შორს
მწვერვალებს გავცდებით.
თუმც ვერანაირი აცდენით, ბედისწერას
ვერ აცდები,
ამაო იქნება განცდები, ამაში მართლა არ ვცდები...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
830
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
დეკორაცია იცვლებოდა შუქი
ქრებოდა..... დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა... მთავარი
გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა........ დარბაზში ტაში გრიალებდა
აღარ წყდებოდა...... და ყველა გმირის გამოდგომას ელოდებოდა, მაყურებელი
ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა რომ...... ცხოვრებაში ბოლო როლი
თამაშდებოდა.... და რომ სცენაზე მსახიობი.. მართლა კვდებოდა...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
814
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
მაკოცე!...დაირღვევა
მისჯილი დუმილი,მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი...მაკოცე,
დავივიწყებ დაკარგულ საათებს,არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს...მაკოცე...შენს
თვალებში ნაღველი ჩამდგარა,გაკოცებ!... მეც მოგირჩენ ტკივილებს
პატარავ...ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს,ვიძინებ,
გევედრები ძილის წინ მაკოცე,ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი
მაცოცხლებს....
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
787
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
სულში აგიგე თეთრი შენობა... უხილავი
თბილი ტაძარი... მყარია იგი... და ვერ წარეცხს ვერც ქარი, წვიმა, ვერცა
დრო-ჟამი...სულში აგიგე უწმინდესი, თეთრი ტაძარი... შენა ხარ ჩემი
ოცნებების ჩუმი ზღაპარი...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
814
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
მენატრება შენი სახე,ამ დილითაც
სიზმრად გნახე.ისევ მათბობს შენი ფერი,არ მამშვიდებს არაფერი.აღარ
მშველის ლექსის წერა,ზურგით მიდგას ბედისწერა.დამავიწყდა უკვე
ლოცვა,მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.თავში დამსდევს ერთი აზრი,ვერ
გავუგე შინაარსი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
837
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი
დამიწერია... მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია... უცნობზე
ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც
ვემალები... როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე
ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა... მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი
დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!... წუხელ
ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
907
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
თუკი ეულად იგრძენი თავი, თუ გულში
ისევ გაივლე სევდა, გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი, შენ რომ
უყვარხარ მთვარეზე მეტად. თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა, თუ იალქნები
დაგიცვდა ზღვაში, არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა შენ არასოდეს
გაგცვალა სხვაში.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1055
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში
შენი მონატრება, თვალის უპეებს ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში
მეღვენთება........ აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს
სულშიც მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა ქარიშხალმა
მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
840
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
შუქი გაიშალა, წყალი დაიფერა, სიო დაიბერა, ჩალა გაიჩალა. სიზმარს აბარია ველი შენაფერი...
|
სიკვდილი არა არის რა...მე მხოლოდ გაღმა
მხარეს გავედი.მე ისევ მე ვარ,შენ ისევ შენ ხარ...რაც ვიყავით
ერთმანეთისთვის ისევ ის ვართ საუკუნოდ...ისევ ისე მომმართე როგორც აქამდე
მოგიმართავს...ისევ ისე მესაუბრე როგორც ყოველთვის გვისაუბრია...ნუ
დამელაპარაკები სხვა კილოთი, ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს, გაიცინე
რაზეც გეცინებოდა...ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
807
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
წვიმამ დაასველა
ცხელი ასფალტი... ნაბიჯები...მტკიცე და რიტმული...... არ აჩერებს
არაფერი...თითქოს ყველაზე ძლიერი იყოს ამ ქვეყნად... გულშიც
წვიმა...ქაოსური წვეთები.... სიცივე და უკაცრიელი ქუჩები...არ
ჩერდება.. ისევ ნაბიჯები......ირგვლივ კი წვიმის წვეთების გლოვა.... აქა-იქ
მანქანები და...მოკიაფე ლამპიონები... არანაირი ფიქრი...
|
,,დღეს უშენობის სახლში მიწევს მე
არსებობა, თითქოს ლოდინიც გათანგულა ცრუ მოლოდინით, ვცდილობ
განვაგრძო უშენობით ჩემი ცხოვრება, თავდაკარგული გადაჩვევას ავედევნები...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
812
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
შენს თვალებს პირველად როგორც კი
შევხედევიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,ასეთი უძირო, ლამაზი
თვალებიალბათ არავის, არასდროს ჰქონია.გიპოვი, შეგხედავ და თვალებს
ძირს დავხრი,დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,სულ გულში
მექნება, ასეთი თვალებიალბათ არასდროს, არავის ჰქონია.დღემდე ვერ
მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,მართლაც
ლამაზია ეგ შენი თვალებითუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1124
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
ხომ შეიძლება გულით გსურდეს და ვერ
შეიყვარო მაინც... ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს, ვერ შეიძულო
მაინც... ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას, ცაში იფრინო მაინც... ხომ
შიძლება "ჩემი" არ გერქვას, მაგრამ მიყვარდე მაინც...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
762
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
მე ვარ შემოდგომა,ჭრელი მოზაიკა..
ელვად მოხატული ფერთა გალერეა, ღუბელთ სინოტივე,სულში ლოცვად მიკრავს, თუკი, რა თქმა უნდა, გზა არ ამერია. მე ვარ შემოდგომა,მტევნის გაფიცხება, სისხლის ადუღება ბადაგ-შარბათებით, ვიწყებ ენკენისთვით, მერე სიცივით და მერე წვიმებით და...
|
სიყვარული რაგვარია, - მეხია და
თავზარია, სიხარულის გზებით მოდის, მწუხარების საგზალი აქვს, დღე
და ღამე დარდი, შფოთი, მიწისძვრა და ზანზარია. სიყვარული
რაგვარია, ცეცხლია და ღადარია, მცირე სიტკბო, ბევრი შხამი
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
815
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
უსიყვარულოდ
ყმაწვილო კაცო, ნუ შეეხები ქალის ბაგეებს, თუ კი არ გიყვარს ქალი
ლამაზი ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს. პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის არის
წმინდა და ალერსიანი თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ სიყვარულს
პირველს მის არსებაში თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1260
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
"... მაინც რა არის ჩვენი ცხოვრება!რა მონდომებით ვემალებით საკუთარ ტკივილს, დრო კი ამღვრეულ მდინარესავით მიდის და მიდის, სავსე ლანდებით და მოგონებით..."
/რ. ამაშუკელი/
|
შენ, როგორც მუზამ, შთამაგონე იმდენი
ლექსით,იმდენ ნაკადულს მიმადევნე, როგორც სათავემ,რომ პირმოთნენიც,
სახელად რომ პოეტი ეთქმით,ხოტბას გასხამენ და ჰგონიათ, ლექსებს
ხლართავენ.მუნჯსაც ჰგონია, შენს თვალებთან მართავს საუბარს,მავან
ხეიბარს შენთან თავი გმირი ჰგონია...თითქოს განგებას ჯადოსნობის ქსელი
გაუბამსდა მთელი მისი ვერაგობა მონაგონია.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
757
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
შენ ერთადერთი იყავ ჩემი ლექსის იმედი, არ
შევხაროდი მე შენსავით სხვას და გარეშეს, დღეს კი ჩამოსწყდა ჩემს
სტრიქონებს ტრფობის სიმები და ჩემს მუზაში სხვა ფიქრებმა გაითარეშეს.
ვიცი,
შენ უნდა ღირსეული გიმზერდეს თვალი, სხვას უნდა სთხოვდე ჩუქურთმოვან
ლექსთა შენებას, შენს ძველ პოეტს კი აღარ შერჩა არცერთი ვალი, შთაგონებისთვის
რაც მოსტაცა შენსავ მშვენებას.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
708
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
ისევ სიშორეზე
მთვარიანი
ღამის ორი საათია, შუა ქალაქისკენ მივალ მგლოვიარე. ფიქრში უიმედო
ხმები გადადიან, როცა სიშორეზე ტირის როიალი.
ქალაქიდან ქალი
სადღაც გაემგზავრა, ღამის ორთქლმავალი კივის გადარევით. ჩემი
იმედები ისევ გაიბზარა, უიმედო გული მიმაქვს ცხედარივით.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
837
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
გახსოვს , თიბათვის თეთრ ღამეებში,ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი, გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს და გამჭვირვალე იყო ეთერი? რიონის ზვირთი როგორ არხევდა ცის ელვარებას, გულში ჩანაქსოვს. როგორ გვიიყვარდა ჩვენ ერთმანეთი, წარსულო დროო . . . მითხარ, ხომ გახსოვს?
|
ეს ფიქრი წავა ოცნების
იქეთ და შენ გაჩნდები, როგორც მისანი. მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ
გამიგე, რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი!
თუმცა სიცოცხლე
მაინც კარგია, ღამის გრიგალი თავზე მევლება. სიკვდილის გარდა,
კიდევ რა ჰქვია ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
736
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს, პოეტი სალამს მოგიძღვნიდა, - გულანთებული, თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს, მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული.
|
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში
მარტომე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოციაყველა ხატის წინ
დაგვინთია წმინდა სანთელიდა ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
865
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
შენსკენ რომ მიხმობ და მეძახი თავნება ქალი რომ მიწოდე ქედმაღალი ვარ და ჭირვეული უთუოდ გაგაწვალებ იცოდე
|
არა, ფიქრებად უნდა დაგშალო და ის ვაკეთო რასაც შენ არასოდეს მომიწონებდი.... სხეულზე სეტყვის მარცვლებივით მეყრება შენზე მონატრება და გრძნობა მთრთოლვარე და გადაღლილი სისხლძარღვებში მიიპარება თავდახრილი დასჯილი ბავშვივით, რომელმაც არ იცის, რატომ დასაჯეს.
|
გარეთ ქარია, მე კი წერილს გწერ მინდა მოგიყვე, სად ვარ და როგორ... ქარს გავატანო ჩემი ტკივილი უკანასკნელი ტკივილი მხოლოდ
|
პალესტინაში, ერთ მონასტერში მოღვაწეობდა
ზოსიმე ღირსი, სიყრმიდან იგი იქ გაიზარდა, სახელი ბევრმა იცოდა
მისი.
ორმოცდაცამეტ წლისას, მაცდურად, გაუჩნდა ფიქრი, გულში
ქებული: ?მოიძებნება კი უდაბნოში, კაცი თვით ჩემზე აღმატებული??
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1151
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
არ მითხოვია - ჩემთან მოდი, თავად მოხვედი... თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება, არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი, შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.
|
როდესაც
ლოყა შეეხო ლოყას
ტუჩის კუთხეში ჩაკვდა ალერსი
იმ პირველ კოცნას
ცრემლი ჩამოყვა
ცრემლი ყველაზე უძვირფასესი
ახლა მე შენი
წარსული მქვია
ეხო ლოყას არ დაბრუნდდები თუნდაც ვკვდებოდე
როდის
ყოფილა ნასროლი ტყვია
კვლავ თოფის ლულას უბრუნდებოდეს?!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1073
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-06-05
|
|
ისეთი წვიმაა, ასე მგონია ტკივილებისგან დაღლილ ზეცას სცვივა ცრემლები, ასე მგონია უსახლკარო ვარ, და თავზე მაწვიმს თავგამეტებით...
|
ჩვენს შორის დღითიდღე იზრდება მანძილი
და შენი ვერნახვის ღრმავდება იარა, - ერთი დღე გავიდა, კარგო, რაც დაგცილდი და ასე მგონია - წელმა გაიარა!
|
გზები გაუვალი და გზები გავლილი - გულისტკივილით მაქვს ყველა შესწავლილი.
|
გულს ვერ უბრძანებო, რომ ამბობენ,
მე არა მჯერა; უბრძანებ კიდევაც და მეტსაც უზამ: რასაც გინდა იმას დააჯერებ; საითაც გინდა იქით გადაჰქაჩავ, რა სიყვარულსაც შეაპარებ - იმას შეიწოვს.
|
ქარმა ხომ ბევრი ფიქრი დატოვა,
ცისკენ გაფრინდნენ თეთრი მტრედები, ყველას მოვშორდი, ახლა მარტო ვარ, ახლა უმიზნოდ დავეხეტები...
|
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, - ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.
|
შენ გივიწყებდნენ ყოველთვის მალე, შენ ივიწყებდი ყოველთვის გვიან, და ეხლაც, იმ სხვებს წაყოლილ ქალებს შენი ცხოვრების ქალები ჰქვია.
|
ჩემი სული სიზმარია ბედზე დარდი მივატოვე. და მე ასე მიხარია სიჩუმე და სიმარტოვე
|
ყველაფერს ნუ ამისრულებ, ნუ გამიმეტებ, ღმერთო
| |