Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 02
   

    იცი?ცისარტყელა მოგიქარგე
     ფერად-ფერადი გვირილებით
    მერე გაზაფხულიც მომეხმარა 
              იებით ტიტებით და ალუბლებით...
კატეგორია: ექსკლუზივი♥ | ნანახია: 1651 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-06-02 | კომენტარი (0)


თავაწყვეტილი "იკარუსი" გზაზე მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები,
ყველა თავის გზაზე ფიქრობდა,
და შენ გეძინა, ასე სძინავთ ჩვილის აკვანთან,
და ლამაზ შუბლზე დაგფენოდა თმები საყვარლად.
ტკბილად გეძინა... გრილი სიო ღია სარკმლიდან გეფერებოდა,
და მკლავებზე ბუსუსს გაყრიდა...
თავაწყვეტილი იკარუსი ისევ მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები, ყველა თავის გზაზე ფიქრობდა.
შენ კი გეძინა, ბედნიერი სახით გეძინა,
თითქოს შენს სულში არასოდეს ჯერ არ ეწვიმა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 747 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-02 | კომენტარი (0)


შენმა თვალებმა მომხიბლეს,

სიცილიც მეტად გშვენის.
ჩემო ლამაზო გოგონავ
მითხარი მე რა მელის ?

წუხელის სიზმარში გნახე,
ვარდებს გაწვდიდი ხელში
მითხარი ჩემო გოგონავ
ჩემს მეტს ხომ არვის ეტრფი ?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 786 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-02 | კომენტარი (0)


ისევ წახვედი და მიმატოვე
ისე დამშორდი არც გამაფრთხილე
ისე ვტიროდი არც შეგეცოდე
ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე
სულ დრო მაჩერებს
სულ სხვას მახვედრებს
თანდათან ვხვდებიდი
დროს ვერ ვაჩერებ
გული ბაგუნობს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 795 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-02 | კომენტარი (0)


შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.

ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 801 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-02 | კომენტარი (0)



ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალს არა- პირველი, არამედ მეექვსე შეხვედრით უყვარდება. პირველი შეხედვით ქალი მამაკაცის ჭკუის ხარისხს და თვალების ფერს განსაზღვრავს, მეორედ- სამოსს აკვირდება, მესამედ- ვარცხნილობის შეფასებას იწყებს, მეოთხედ- ხელების, მეხუთედ- ფეხსაცმლის, მეექვსედ- თავშეკავების უნარის. ყველაფერ ამაზე 45 წამი მიდის. ამ პერიოდის განმავლობაში ქალი გადაწყვეტილებას იღებს, ეს მამაკაცი შეეფერება თუ არა....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 713 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-02 | კომენტარი (0)


გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,

და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 797 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-02 | კომენტარი (0)


გამოანათა დილის პირულში აისის ლაჟვარდმა

აისახება თუ როგორ გათენდა ლამაზად,
აისაფრებს მთებზე ჩამოწოლილი ბურუსი,
ამიტატებს მზის სხივები და გაყინულ ოლვარებს ააპარპალებს.
აიტუზება სიონის ტაძართან ამოსული უეკლო ყვავილი,
აიტყორცნება სარკმლის წინ დანთებული სარკმეველი
შემოანათებს ტაძარში სხივი,დაე თუ როგორ გათენდა,
აიქოჩრება ხატის წინ დაცემული ლამაზი ქალი
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 935 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-02 | კომენტარი (0)


სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი , მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.
სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 837 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-02 | კომენტარი (0)


როგორ მომენატრე იცი ?

შენი ხილვა როგორ მინდა.
შენს გზას გამოვქერი ხობლით,
შენი ხმები მესმის გზიდან

თვალწინ მევლინები თითქოს,
ყვავილებს ითხოვ ჩემგან.
სიზმრად მესიზმრები ვითომ,
მინდვრათ ვსეირნობთ ერთად.

როგორ დამივიწყე ასე,
როგორ მიმატოვე მარტო.
ნუთუ სიყვარულის კიბე,
მარტო აიარე? რატომ....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 870 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-06-02 | კომენტარი (0)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.