9:16 AM ლექსი | |
რაც თავი მახსოვს ჩემი
ლექსი მინათებს გზას, ლექსი-ალმურის ფერი ლექსი-ნექტარის ზღვა. გრძნობა-ვარდივით ნაზი, მღელვარე,როგორც ზღვა, პირამდე სავსე თასი, ქარის ველური ხმა. გულის ძლიერი ფეთქვა, დღისა და ღამის ცვლა, ცრემლების ხშირი სეტყვა, ხანაც კამკამა ცა. ლექსია მთვარის შუქი, გზას რომ უნატებს მგზავრს. ლექსად დაღვრილი თუკი მოვიტან ბუქს და ზვავს, კლდეზე დავთესავ გავზრდი სისხლსავსე ქართულ ძარღვს, სხვა რაღა მინდა აჩრდილს ფიქრებში გართულ ქალს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |