Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 29

დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა
ხატების სევდას,ფრესკების სევდას,
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
ასე მგონი თუ ინებეს შენმა თვალებმა
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს აგინთებს ახალს
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად
მაგრამ დაჩოქილს შენს წინაშე ვერასდროს მნახავ.
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 834 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


დახუჭე თვალები და ოცნებები აანთე შენი
წარმოიდგინე რეალობად ეს ჩვები გზები
ვარდისფურცლებით მოფენილი სამყარო გველის
ხელი ჩამკიდე სიყვარული ჩვენ გულებს ეტრფის
თვალები დახუჭე გაყინულ ტუჩებს აჩუქე სითბო
უშენობით ხომ ჩემი თვალეები ცრემლის ღვრას უხმობს
ჩუმად იყავი,ყური დაუგდე გულების ძგერას
მათი სიმღერა სიყვარულით აღავსებს ყველას
ნაზი პეპელა დაფარფატებს ვარდის ფურცლებში
და ის სინაზე შენ სხეულსაც ეალერსება
თვალებს ნუ ახელ თორემ სამყაროს
რეალობის სხივები ეთამაშება
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1107 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.

ისევ თვალები და ცისკენ მზერა,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
იყავი კარგი, ხარ გაიძვერა
და შენში მოკვდა დამიანი.

მივდივარ, მიმაქვს ფიქრი ასეთი,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
მე შენ სრულიად არ მაფასებდი
და შენში გაჰქრა ადამიანი.

ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 772 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ამ წყვილის ისტორია იმითაა სხვა სასიყვარულო ისტორიებისაგან გამორჩეული, რომ მათი ურთიერთობა სკაიპში (ჩატში) დაიწყო. გასათვალისწინებელია, რომ თეომ თავად დაამატა ლექსო თავის ნაცნობების სიაში. თავიდან ყელაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჩატის ნაცნობებს შეეფერება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ლექსო მიხვდა, რომ მარი მისთვის უბრალოდ ჩატის ნაცნობი არ იყო და იგი მისთვის უფრო მეტს წარმოადგენდა, ვიდრე მისი ნაცნობი სხვა გოგოები.
ლექსო ათვალიერებდა თეოს ფოტოებს, მასზე ფიქრობდა ძილისიწინ, დილით, თავისუფალ დროს.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1103 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)


როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 688 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


მე თეკო და ლიკა ბავშვობის დაქალები ვართ,ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთის მესაიდუმლეები,"იტოგში" მაგარი დაქალები,ლიკა დამთმობია და ძაან გაწონასწორებული აი თეკო მაგარი გიჯი ტიპია,ხასიათებით უფრო თეს ვგავარ ვიდრე ლიკას.ყველაფერს ვუყვები მათ.დედისერთა ვარ და მაგარი გაებივრებული,მაგრამ შარშან ზაფხულს ძალიან შევიცვალე...ერთი ტიპი "იჩითებოდა" ჩემი უბნისკენ ხოლმე,ნიკუშა ერქვა,დაბადების მოწმობაში ნიკოლოზი:P
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 993 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)


ჩემი სახლია კუბო წყეული,
ვიცი, ვიქნები მარად წყეული,
ჩემთვის უცხოა ვნება და შიში,
მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში...
"ღამეა" ჩემთვის ხანა რჩეული,
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული,
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა,
მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა...
აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით,
როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში...
სუფთა გოდება, ცრემლი დაღვრილი,
ღამის ზმანება არის ნამდვილი...
ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი,
გამოგიტყდებით, მე ვარ ვამპირი!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1017 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 734 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 963 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)


მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...

...

მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1584 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



ბევრი იმედი გაწბილდება,
� ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
� ქალი, რომელიც გიყვარს.

� ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
� ქალი, რომელიც გიყვარს.

� წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
� მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

� თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
� ქალი, რომელიც გიყვარს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 772 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


შენი სარკმელი - ბუდე ამურის,
კაკანათი და ოქროს დილეგი.
შიგ ჩიტებივით ბევრჯერ გაბმულან
ჩემი სიზმრები და სურვილები.

პატარა სახლი ლიბომოშლილი -
ერთი პაწია ყანჩის ფიტული
მეჩვენებოდა ბროლის კოშკივით,
ზედ ცაზე იყო გადმოკიდული.

ღამით კოშკიდან ოქროს დალალი
ჩამოგიშვია როგორც რიჟრაჟი,
მეც ამოვსულვარ შენთან მალულად,
ჰო, ამოვსულვარ ოღონდ... სიზმარში...

ჩავუვლი შენს სახლს გულის ძაგძაგით
და ძველი სუსხით შევირთვილები,
დამესევიან და გამძიძგნიან
ძველი სიზმრები და სურვილები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 869 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

-თუ მოგენატრები სიზმრად ჩაიყოლე ეს დიდი სურვილი.. და ჩემ ჩუმ სუნთქვას იგრძნობ უმალ..
-თუ მოგენატრები თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან.
-თუ მოგენატრები ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე,ფრესკად ასვეტილ სახეში უნდა შეიცნო ჩემი ხატება..
-თუ მოგენატრები ლურკ ცას ახედე და ჩემი ხატება ლურჯი ღრუბელივით დაგეხატება...
-თუ ძალიან მოგენატრები ეგ სანთლები აანთე და მათ მკრთალ შუქზე მესაუბრე, ჩემი სული უეჭველად შენთან იქნება..
-და თუ უფრო ძალიან მოგენატრები.... მაგრამ.. საკითხავია.. --მოგენატრები ოდესმე... ? !
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 883 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

ყველაზე ნამდვილს.

 ყველაზე ნამდვილს,

ყველაზე ლამაზს,

ყველაზე ძლიერს,
ყველაზე მამაცს,
ყველაზე ცმინდას,
ნაზსაც და მძაპრსაც
ნათელმხილველს და
ბრმასაც, ო, ბრმასაც,-
პირველ სიყვარულს გაუმარჯოს,
პირველ სიყვარულს !
ერთს და ერთადერტს,ყველაზე მაღალს,
ჯერაც უცოდველს და მზეთუნახავს,
ჩეშმარიტს გულით გამოგონებულს,
ცხელ ცრემლს მალულად ჩამოგორებულს,
უგონოს, მაგრამ გრძნობას ნიჩიერს,
ციურს და მაინც ვაგლახ, მიწიერს,
ყველაზე დიდ ცეცხლს, მაგრამ უვნებელს,
უეცრად შეყრილს,სენს უკურნებელს-
პირველ სიყვარულს გაუმარჯოს.
პირველ სიყვარულს !
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 777 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


გაიღიმე. . . . .,
მერე რა მარტო ხარ?. . . . .,
მიგატოვეს?. . . . . .,
დაგივიწყეს?. . . . . .,
გემალებიან?. . . . . .,
მერე რა გაიღიმე. . . .,
რა გატირებს?. . . . . .,
ნუ გეშინია სიმარტოვის. . . . . .,
ჯერ ხომ დღეა. . . . . . ადექი მაგ ქვიდან და წამოდი. . . . .,
იარე. . . . . . იარე. . . . . .,
მარტომ გადალახე პრობლემები. . . . . .,
ოღონდ ღიმილით. . . . . . სულ გაღიმებულმა იარე. . . . .,
"ესეც გაივლის". . . . . . .დაგივიწყეს?. . . . . . აცადე და მარტოობა მოგენატრებ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 808 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


მოვალ ჩაგხედავ ლამაზ თვალებში,
და შენს თბილ ხელებს გულში ჩავიკრავ,
მოგეფერები და ჩუმად გეტყვი,
შენს ნახვას სხვასთან ვეღარ ავიტან!

სიყვარული რაგვარია, -,
მეხია და თავზარია,,
სიხარულის გზებით მოდის,,
მწუხარების საგზალი აქვს,,
დღე და ღამე დარდი, შფოთი,,
მიწისძვრა და ზანზარია.

მე დღეს ლექსის მოძღვნა არ შემიძლია,
მოგიძღვნი ამ გულს
მე დღეს სიმღერის მღერა არ შემიძლია
მოგიძღვნი ამ გულს
მაგრამ ამ გულს კი შეუძლია ორად გაიყოს?
განა მას შესწევს ძალა ლექსის მოძღვნის სიმღერის?
არ გაიყოფა ეს გული და ჩემთან დარჩება,
და შენ უგულო ნუღარ ცდილობ ჩემგან მიღებას იმის
რაც მე უკვე აღარ მეკუთვნ

თუ შეგიყვარდა ოდესმე ვინმე
ისე ძალიან მე, რომ მიყვარხარ
ტუ შეგაწუხა უიმისობამ,
როგორც მე ვწუხარ ჩემთან, რომ არ ხარ
და თან მან ისე დაგასაჩუქრა,
როგორც მაჩუქე შენ ცივი გული
მაშინ მიხვდები თუ როგორია
ჩემი შენდამი სიყვარული...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 751 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


საახალწლოდ ყოველი ჩვენგანი მეგობარს, მშობელს ან ახლობელს ჩუქნის საჩუქარს. ზოგს უკვე შერჩეული აქვს საჩუქარი ზოგს კი არა და თავგზა აბნეული აქვს და დგას დიდი პრობლების წინაშე: რა ვაჩუქო ახალ წელს?!

თუ თქვენც ეს კითხვა გაწუხებთ ეს რჩევები ამ პრობლემას გადაგაჭრევინებთ.
კატეგორია: რჩევები♥ | ნანახია: 1600 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (3)


ეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 821 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვერჩევ
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 785 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)


მთვარიან ღამით ჩემს გულში დარდით,
რატომ ჩერდება ჩემს ფიქრში გავლით,
ან მე რად მერჩის ვინ ვარ მე ხავსი,
სხვა ადამიანთ რად არ სდევთ ტანჯვით.
რით შევაგონო ხალხს სევდა ჩემი,
რით განვამტკიცო მე აზრი ჩემი,
ნაწილსა სევდის მე ვიტყვი ლექსით,
ნაწილსა ალბათ იტყვიან სხვებიც.
აქ ჩავატიე ამბავი ვრცელი,
რომ დაიბინდა გონება ჩვენი,
ადამის მოდგმას გამხმარ აქვს ფესვი,
ამ ჩვენი ცოდვით კი ხარობს გველი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 818 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ?
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს
ანდა როდესმე ატირებულხარ
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები
შენზე ფიქრებით იწყება დილა
გისურვებ ულევ ბედნიერებას
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად
ვიცი რომ ჩემი შენ ვერ გახდები
შენი ფიქრები სხვაგან დაჰქრიან
შენი გული კი სათივით ძგერს
და ფარულ ვნებებს ჩუმად აღვიძებს
ეს ის გრძნობა რომელიც შენზე
ძალიან არის შეყვარებული
ეს ის გრძნობა რომელიც მუდამ
შენი მზერით არს დატყვევებული
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1265 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



დღე, დღეს მისდევს
ღამე, ღამეს, ფიქრი, ფიქრს
და წამი წამს.
თვალზე ცრემლი მომადგება

ფიქრი შენსკენ წამიყვანს,
ღმერთს ვავედრებ ჩვენს სიყვარულს,
გული ჩუმად ატირდა,
ამ სიყვარულს გეფიცები

მე შენს მეტი არვინ მყავს,
ჩუმად ისევ მოვალ შენთან
სიზმრრად გეტყვი მიყვარხარ
მერე ჩუმად გაგეცლები.

და შენ მე ვეღარ მნახავ
ვიცი ალბათ ოდეს გნახავ,
ოდეს ისევ შევხვდებით,
შენ კი გვერძე ჩამიქრომებ.

და არც კი შეჩერდები
რადგან შენს გულს
სულ სხვა უყვარს და
უკვე სულ სხვას ეტრფი

მე კი შენ არც გახსოვარ
და აღარც გესიზმრები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 784 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



ან მიატოვა პატარა გოგონა,
მერე მოვიდა მითხრა,
შენ მიყვარხარო და შენთან ერთად 
ბედნიერება მინდა.
მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს,
ახლა გაიგებს თუ როგორია,
რომ მიგატოვებს ვიღაც.
უცებ შეებრალა პატარა გოგონა,
სასწრაფოდ ეძებს ბინას,
იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს.
ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები
ვეღარ მიმხვდარა რა ქნას,
მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე 
მუშტით დააყრის მიწას.
–ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას? 
ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული, გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ ქალის სათუთი სული

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 718 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 828 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)

დღეს,მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,
გაფანტულ ფოთლებს,კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.
დღეს მისი მზერა,გამჭირვალე მინისებრია.
საოცარია,ფიქრებისგან დაღლილი ქალი.
თითქოს,სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.
თუმც,სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.
ის,მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად
  და ოქტომბერში,მარტოობამ დასწერა ჯვარი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1167 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

You live to love.
You love to give.
You give your love.
Your love is big.
Your big heart smiles.
Your smile is bright.
blinds.
You're blind to spite.
Your brightness You spit at hate.
You hate to cry.
You cry to love.
Your love is fate.
Your fate is real.
You really try.
You try to love.
To love, you'd die
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 820 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,
მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი,
რა დამღლიდა სხვა.
მინდა,ისევ ოცნებების
გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება
შენ კი არა... სხვა
მინდა,მინდა რაღაც გითხრა,
ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი
კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 745 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში
თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო.
ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც
შენს წინ დავემხო
არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება
ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო
რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება.
მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო
შენთან ცრემლისღვრა?!
როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?!
ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად
ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი
ჩემი ბრალია ქვეყნად
შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ!
დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ.
ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს
კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა
გამიგო მხოლოდ და გზა მისცე ჩემს ფიქრთა წინსვლას
ქვეყნად მეც მყავდეს მეგობარი
ო, როგორ მინდა
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში?!
მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო!
იქნებ ჯობია ყველაფერი ჩავიკლა გულში
და ამ ქვეყნიდან სამუდამოდ გადავიკარგო.
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 859 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)


როცა სიკვდილი ჩემთან მოვა,
ბოლო სურვილად მე შენ გინატრებ.
ბოლო სურვილი იქნები,რადგან
მაშინ გავბედავ,მაშინ გინატრებ...
მომენატრები ძვირფასო, ვიცი
და მენატრები უაზროდ ეხლაც...
მაშინ ვიქნები,ალბათ,მე სხვისი,
მაგრამ სიყვარულს ვინატრებ შენსას...
ვერ დაგაფასე,ბრალი მიმიძგვის,
რომ ვერ ვიშორებ დგეს ამ დიდ სევდას,
მაგრამ,იქნება შენ შემიბრალო,
იქნებ მოხვიდე ბოლოჯერ ჩემთან
თხოვნა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 776 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


მესაფლავე, შენ ამბობ, რომ
ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც...
მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს,
ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია,
ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი,
როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს
და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა
არემარე მომხიბლავი.
თხოვნა იყო დავდე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1130 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



მონატრება ტკივილამდე გაგიგია?
ხოდა სწორედ ასე მენატრები...
გაგიგია მონატრებით გადარევა?
გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრებიიი.
შენ ცრემლები მონატრების გაგიგია?
ცრემლად ვდნები ისე ძლიერ მენატრები
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 985 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 746 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)





რა გულგრილი ხარ ? თვალებს მილულავ ,
თვალებს მილულავ ცრემლით ნატბორევს
შენ ამოგივსე სული ყინულის
ცივი ნამსხვრევებით და მიგატოვეს
მე არ გამტყუნებ რომ აღარ გჯერა
მე აღარ გეტყვი - ”ჩემს სიტყვებს ენდე”
მე არ გამტყუნებ რო აღარ გჯერა
კაცის ამდენი ღალატის შემდეგ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 738 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით
ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან
მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით
იქნებ დაგვეწყო თავიდან
ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან
ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა
მაგრამ ამასაც ავიტან
გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა
მაგრამ ამასაც ავიტან
მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან
თავი გამახსენა ღამემ საშინელმა
მაგრამ ამასაც ავიტან
ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 699 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი,
აუხდენელი და მომხიბლავი,
არ ვიცი, საით გაუყვა ტალღებს,
სად შეაჩერა დაღლილი ნავი.
მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა,
სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი,
მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა
ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.
მაგრამ ის მოვა შემოდგომისას,
მოვა დაღლილი და ფერმიხდილი,
ო, რა მწუხარე ღამე იქნება,
ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი.
მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული,
რომ სიზმარივით გაჰქრა ყოველი,
რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს
და სიყვარულში ხსნას არ მოველი!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 849 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

შენი თვალები

 

შენი თვალები სითბოთი სავსე�
სულ მუდამ მახსოვს და მენატრება,
შენი ღიმილი სიკეთით სავსე
მე არასოდეს არ მავიწყდება.
სულ მუდამ გეძებ,სულ მუდამ გელი
და ეს ლოდინი დიდხანს გრძელდება
არ ვიცი როდის გამოჩდები,
მაგრამ იცოდე გამიხარდება.
გამიღიმებ და გულში ჩამიკრავ
მომეფერები,მოგეფერები
და მაშინ ვიგრძნობ შენგან სიყვარულს,
რომელსაც კარგო დიდხანს ველოდი.
შენი ფერებით ამ გულს გამითფოფ,
შენი ღიმილით გამახალისებ,
რაც უნდა მოხდეს,რაც უნდა იყოს
მე არასოდეს არ დაგივიწყებ.
მემახსოვრები სულ მუდამ,მუდამ
არ ვიცი თავი რით შემაყვარე,
მაგრა ძლიერ ვგრძნობ მე ამ სიყვარულს,
რომელსაც კარგო გულით ვატარებ.
მაგრამ ვაი რომ შენ არ მოხვიდე,
სხვა შეგიყვარდეს თავდავიწყებით
სხვისმა თვალებმა უფრო მოგხიბლონ,
ვიდრე გხიბლავდა ჩემი თვალები
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 998 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

მე არ მიზიდავს ეგ სილამაზე

 

მე არ მიზიდავს ეგ სილამაზე,
მე არ მიზიდავს მაგ თვალის ფერი...
მე მხოლოდ ერთი მიზიდავს
ეს სიყვარული მიზიდავს შენში!
შენსკენ მომათრევს ასე ეულად,
შენზე მაბოდებს გადარეულად!
ამ სიყვარულმა დამაწყებინა ლექსების წერა..
წერა მინდება-ხელი მიხმება ,
ტვინი მეფსობა,თვალს მიბნელდება..
დაე მექყება ოცნება შენზე
მინდა სიტყვა ვთქვა,მაგრამ ვერ ვამბობ..
სიტყვას მოჰყვება შენი სახელი...
მინდა დავწერო,მაგრამ ვერა ვწერ,
თვალთ მიბნელდება და მელანდება,
ტირილი მინდა ,მაგრამ ვერ ვტირი
თვალის გუგაზე მაშრება ცრემლი..
თვალი, რომელიც შენს ნახვა ელის
ასე ეულად გადარეული...
მე არ მიზიდავს ეგ სილამაზე,,
მე არ მიზიდავს მაგ თვალის ფერი
მე მხოლოდ ერთი იზიდავს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 875 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 


� მე… მე ვერ გამოვჩნდები… წყვდიადში ვარ გაფანტული… სხეული არც არასდროს მქონია… მოგატყუე, გეჩვენები მეთქი – მინდოდა, კიდევ ერთხელ მენახე… საბოლოოდ… – მოწყენილი ხმით მიუგო ჭაბუკმა გოგონას.

��� საბოლოოდ?! არა, ჩემთვის სულერთია, გნახავ თუ არა… რახან ვერ გამოჩნდები, მხოლოდ შენს ხმას დავჯერდები… ყოველ დღე მოგისმენ… სადაც გინდა, იქ შეგხვდები ხოლმე… – თქვა გოგონამ და მაგიდას მიუჯდა უჩინარი ადამიანის მასასმენად.

��� საცოდავია გოგონა, რომელსაც შეუყვარდება ის, ვისაც ვერც კი შეეხება… მისი რჩეული კი – უბედური, იმის გამო, რომ მასზე ერთი საბრალო გოგოა შეყვარებული…
ავტორი: ლუკა ხარლამენკო
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1147 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1049 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
�რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 891 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ქალს ნუ მიენდობი,ქალი ქალია
ქალი ქარია,ქალი მარტია.
ქალი წვიმაა,ცვალებადია
ქალი მზეა და ქალი მთვარეა.
ციური ვარსკვლავია,ღრუბელი,ნისლია
უცხო პლანეტაა,ფეერვერკია
მიუწვდომელია,აუხდენელია,
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევია.
ქალი აპრილია, პირველი აპრილი,
ქალის ნათქვამში ბევრი ტყუილია,
ქალი გიშერია,ძოწია,ალმასი,
იგი მაცდურია,მაგრამ ლამაზია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 965 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 


მომბეზრდა ასე ცხოვრება უაზროდ გასული დღეები ფიქრები ოცნების მასგავსად წუთებიც, დღეებიც, თვეებიც ახლა მაქვს ჩემი შექმნილი სხვისთვის უაზრო ცხოვრება ვზივარ მოწყენით კიბეზე მაქვს გადაღლილი გონება ვიღვიძებ როცა შენ გძინავს ვიღლები სხვისი მოსმენით არ მინდა რამე ვინატრო აღარც არავის მოველი ქუჩაში გასულს მხვდებიან დგომით დაღლილი ხეები ოდესღაც წვიმაც მათბობდა და შენი ცივი ხელებიც.
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1215 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)





ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 780 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



აქ არის რამოდენიმე გამოთქმა სიყვარულზე
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1634 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


 

მე მოგიძღვენი წითელი ვარდი
შენც ამ ვარდივით გაწითლდი ვხედავ,
სიყვარულს ნიშნავს წითელი ვარდი
ეს გაწითლება რას ნიშნავს ნეტავ?
თვალს ნუ მარიდებ გემუდარები
გთხოვ გამისწორო მტკიცე თვალები.
არაფერს მეტყვი?- არ გთხოვ ძვირფასო
ყველაფერს მეტყვის შენი თვალები
თვალებს რატომ ხრი?-ნუთუ გრცხვენია?
ნუ გერიდება, მე არ გიწყრები,
სხვა გიყვარს?-კარგი ძვირფასო
მე კი მიყვარხარ თავდავიწყებით.
ხშირად სიზმარში მე გხედავ შენ

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 888 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 804 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 1826 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)


დაღამება სევდას მიქსოვს,
გული რითი გავართო,
დავჯდები და დავწერ ბარათს,
ისევ უმისამართოდ.
ჩემი ლექსი თვით მოგძებნის,
ვერსად დაემალები,
მისამართად ეგულება
შენი გიშრის თვალები.
მას რად უნდა ქუჩის სწავლა,
შენი სახლის ჩვენება,
ვით მერცხალი თავის ბუდეს,
მოვა, მოგეფერება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1290 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

როდესმე ნეტა მოგნატრებივარ?
როდესმე მაინც თუ გყვარებივარ?
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებია?
ჩემსავით ვინმე მოგფერებია?
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრები?

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 812 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

ამბობდი _
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ევედრებიან�
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ _
თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
მიყურებ,
გაცვეთილი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ _
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1342 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს...
დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს
გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს...

ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჟე მოვა და გამათბობს...
გულში ჩამიხუტებს,თვალებს დამიკოცნის,
გადამრევს,მხურვალე ვნებებით დამათრობს...

ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში,
თორემ სიგიჟე წვიმაში გამიყვანს...
ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი,
ამაფრენს ცაში,მთვარესთან ამიყვანს...

ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე...
ფიქრები სიკვდილზე...და შიში ამიტანს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში...
თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 875 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 


სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 853 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 


მე აქ ვარ,
ფეხაკრეფით დავიარები ოთახთა შორის.
მე აქ ვარ მომაკვდავი
და მომლოდინე შორეულ ფიქრთა მომწყვდეული ირგვლივ კოშმარში.
ლოდინის მიერ მიყენებულ ჭრილობას მძიმეს ნაღველს და დიდ ჭრილობას ჭრილობას მატებს....
სევდას დაჩრდილულს მოლოდინით აღსავსე სულით..

კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 909 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 


ჩვენ უკვე `ეპოსში~ ვართ. მალე ქენით, ძალიან მაგარი პონტია ბიჭებიც მოვიდნენ~
- ზურა, ამოდი, გეხვეწები გეყოფა, გველოდებიან . . .
- ახლავე, სიხარულო, მოვდივარ . . . მაგრამ კიდე რომ მინდა? იცი რა მაგარია?
- არა, გევედრები გეყოფა, მცივა . . .
როგორც იქნა ბიჭი ამოვიდა ზღვიდან, შეიმშრალა და ნელ-ნელა ჩაცმას შეუდგა. მაღალი ტანის, სპორტული აღნაგობის მამაკაცს გოგო თვალს არ აშორებდა . . .
- მაისური დავასველე, არა უშავს მაინც ხო სადენსაოდ მივდივართ . . .
- გინდა ჯერ სახლში ავიდეთ, გამოიცვალე და მერე . . .
- არა, იყოს, მაგრამ ეს დანა სად წავიღე? ჯიბეში აღარ დევს . . . აი დამვარდნია . . . საით მივდივართ?
- `ეპოსში~ არიან . . .
- ხარაშოო, მაშინ გავწიეთ `ეპოსისკენ~
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1137 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

მე კარგად ვხედავ
სანაპიროს - მზიანს და უვრცესს,
დიდი ხნის წინ რომ დავტოვეთ და
მის წაშლას ვცდილობთ.
თუმც დამეთანხმე,
თუმცა ხელი დაიდე გულზე,-
სხვა რამე იყო ის სამყარო,
ის სანაპირო.
საღამოები, მზის ჩასვლები,
სხვა საუბრები:
ქრისტეზე...
მზეზე...
თბილ ქვიშებზე...
უცხო გრძნობაზე...
მერე რა, თუ დღეს ერთმანეთთან
ვართ დაუბრებით,
ვიცი - შენ ფიქრობ
ჩვენს გვიანდელ ყმაწვილობაზე.
მერე ბავშვობა დავამარცხეთ
საკუთარ თავში,
აქ, ამ ქალაქში,
რეალური კურსი ავიღეთ,
მაგრამ დღიურებს,
ძველ დღიურებს როცა გადაშლი,
ჩვენ ბრბოს ნაწილი რომ არა ვართ
მყისვე გაიგებ!..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 737 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად...
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო!
მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლიბის, ალუბლების დაკრეფა;
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან,
შემი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება!
მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია!
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა!
უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 945 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

რა არის ეს ცხოვრება?!
უბრალოდ სიტყვები.სიტყვები და ფიქრები..
ის სიტყვები,რომელიც მომავალში
შეიძლება წინ დაგხვდეს და ზიანი მოგიტანოს.
შენმა სიტყვებმა შეიძლება ადამიანს გული გაუტეხოს,ამბობ:
"არ მყვარებია,და არც შევიყვარებ"
სიტყვები ადვილი მოსასმენია,მაგრამ
ის ილექება ჩვენს გონებაში და ჩვენს გრძნობებზე მოქმედებას იწყებს!
და უცბად შენ იწყებ ფიქრს:
"მას არ შეუძლია სიყვარული,
არც მე დავიტანჯავ თავს"
აი ამ ქმედების მერე კიდე უფრო ქარწყლდება რწმენა იმ ადამიანისადმი.
ამას ჯობს ვთქვათ სიტყვები: "მიყვარდა,მინდა გიყვარდე !მე შეგიყვარებ!"
აი ეს სიტყვები გაიძულებს სხვანაირად
იმოქმედო!
მაგრამ რა მინდა მე?!
რას მოვითხოვ? მე ხომ არავინ მყვარებია,
და ვამბობ,რომ არ მჯერა სიყვარულის!
აი ეს კი აფსურდია,უბრალოდ არ მინდა სიყვარულმა ტანჯვა მომიტანოს!
მაგრამ ხალხმა არ იცი ჩემი ფიქრები...
ალბათ ყველას უგულო ვგონივარ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 768 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში უშენოდ ბინდდება,
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით
წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება,
ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით
მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება.
არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები,
გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა,
ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით
ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება.
სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან,
გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით,
ჩამოგსვავ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 926 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


იხარეთ ჩემთან და ჩემს გარეშე...
იხარეთ ჩემში,მე ხო ყველგან ვარ!
როცა გავქრები ვერ დამინახავთ,
მაგრამ თქვენ იგრძნობთ,რომ მე
თქვენთან ვარ.მე ყველა მიყვარს
ყველას-მე არა,სიკეთეს უტევს
ბოროტი ძალა,თუკი მე ვტირი
შენი გულისთვის,მაშინ ილოცე
ჩემი სულისთვის.ბედნიერი ვარ
მე თქვენთან ყოფნით,და არ
მინდოდა მე არსად წასვლა,
მოდუნებული მიწიერ ყოფით,ზეცის მიწაზე
ვიფიქრე გასვლა.და ასეც ვქენი,გავიდა ხანი,
რჩეული გაქრა,გაქრა სხეული,
მე ადრინდელი მივიღე სახე
მაგრამ დავკარგე ჩემი სხეული,
რომელმაც ერთ დროს ღრმად
შეიფარა,სული ზეციდან გამოქცეული.
იხარეთ ჩემთან და ჩემს გარეშე...
იხარეთ ჩემში,მე ხომ
ყველგან ვარ!თვალი დახუჭეთ
თუ მოგენატროთ და გავცოცხლდები
თქვენში,თქვენთან ვარ!!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 857 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 862 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

ამ ცხოვრებაში
მე ვარ სულ მარტო,
ოღონდ არ მკითხო,
ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
მოგონებები თუ გადარჩება,
ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 926 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)

 

***

წვიმა.. წვეთები..შენს ტუჩებს ვეხები..
ვგრძნობ გრძნობა ნელდება.. სულში მერევა ნაღველი დარდის..
ყოველთვის დარდი თან დასდევს თვალებს..
მე მინდა წრფელი. სიყვარულს ველი..
გეხები ფრთხილად.. ნუ გეშინია მე შენთან ვარ მუდამ..
ნუთუ ვერ მხედავ.. შენს სხეულშია ჩემი სულის ტკივილი ძველი..
ღამდება ისევ.. სავსეა ისე..
თითქოს აღარ ვგრძნობ იმას რაც უწინ, მეგონა გულის უცვლელი შფოთვა..
სევდიანს ასე ჩამეძინება.. სიზმარშიც გხედავ..
ნუთუ გიგონებს.. ისევ გინატრებს..
და უხმოდ ფიქრით გამოღვიძებულს..
კვლავ მაგონდება თვალები შენი.
ტანჯული სული ვეღარ გაუძლებს..
სადღაც ზეცისკენ მოსჩანს სინათლე..
ვგრძნობ დროა წასვლის.. და მეც გშორდები..
მგონი დაგკარგე.. აგერც შენ მიხმობ..
იმ ლამაზ წუთებს მე მოვიგონებ ჩვეული დარდით..
ყოველთვის ასე მიუსაფერი დავრჩები მუდამ..
ვის ენაღვლება ცოდვილი ქალი...!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 891 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

ხშირად...ძალიან ხშირად,მგონია რომ აღარ არსებობ...არ არსებობს ის მიზეზი რის გამოც ჯერ მომეწონე და შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება გახდი...ხშირად ვფიქრობ,რა იყო ისეთი შენში რაც ასე ძლიერ მომეწონა და მართალი გითხრა ზოგჯერ ვერც კი ვპოულობ პასუხს.
ხშირად მომიპარავს შენი მზერა...ხშირად ჩუმად თავად შემომიხედავს...ხშირად შენი ნათქვამი სიტყვებიც მომიპარავს და გულში დამიმალია...მერე რა თუ რაღაცას გპარავ?!...შენი სიტყვები,შენი ღიმილი,მზერა ყველას ეკუთვნის და მეც ჩემს წილს ვიღებ...ვიპარავ...ვიცი,რომ ჩემთვის ერთი წვეთი სითბოც კი არ გაგაჩნია...მე თუ ასეთი წვრილმანების ქურდი ვარ,შენ ჩემი გული მოიპარე და ნუღარ წუწუნებ ყველგან:"ეს მომპარა,ის მომპარაო!" შენნაირი დანაშაული არ ჩამიდენია...მართალია ,ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ერთი და იგივეა,მაგრამ მაინც შენ უფრო ხარ დამნაშავე....გული მოიპარე...იცი ეგ რას ნიშნავს?!...თუ უბრალოდ,ესე უმიზეზოდ მოგეწონა რაღაც სისხლისფერი,თბილი და აიღე?!...ნამდვილად არ გეცოდინებოდა და არც ახლა იცი რა დანიშნულება აქვს გულს...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1403 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)

 

ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.

ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა,
ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.

ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...

ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია,
ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1009 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო გაზაფხული
იღვიძებდა იაში...
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს
მომღიმარი თვალებით...
სევდა მწვავდა თვალთა უპეს
სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო...
აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც დახლთან მიველ
მომღიმარი თვალებით,
სიყვარულით ლაჟვარდს ხელში
შეუერთდნენ ქალები.
წიგნის თაროს შერჩენოდა
ერთადერთი კრებული,
და გამყიდველს ის თავისთვის
ჰქონდა გადადებული...
სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში
ის დღე იყო... გაზაფხული
იღვიძებდა იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს..
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1240 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


დახუჭე თვალები, დახუჭე...
სინათლე ყველაფერს აფუჭებს..
სიბნელე მათრობს და მაჩუმებს...
არ გინდა?... ცხოვრებას გაჩუქებ...
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს...
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს...
გთხოვ შენი თვალები მაჩუქე
და შენი თითები მაჩუქე..
და შენი სიზმრები მაჩუქე...
და შენი ალერსი მაჩუქე...
დილა და საღამო მაჩუქე ...
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ...
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ...
დახუჭე თვალები დახუჭე...
სინათლე ყველაფერს აფუჭებს!"
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 892 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ენით გადაღლილი ჩემი ემოცია,
ფრაზებს მივანდე და
ლექსად შევუკვეთე,
ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა,
ღმერთო,
ჭრილობაზე სული შეუბერე.

ხორცი მოყინული სხეულს მოეძალა,
სულზე მტკაველებად
გადავითვლი ტკივილს,
მინდა გრძნობებისგან შენში დავიცალო,
ქალის ცუდი ჩვევა გამაწითლებს ვიცი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 861 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

მაკოცე!... დაირღვევა მისჯილი დუმილი
მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი
მაკოცე დავივიწყებ დაკარგულ საათებს
არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს
მაკოცე...შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა
გაკოცებ! მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ
ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს
ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე
ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 841 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

არ მიყვარხარ!!!!!
-მესურვილები
-მენატრები
-გეძებ
-მაკლიხარ
-ვდარდობ
-ვოცნებობ
-გეძახი
-მეტკივილები
-შემომენთები
-მაგონდები
-გიხმობ
-გელი
-შენთან მინდა
-მესიზმრები
-მელანდები
-ვერ გელევი
-ვერ გთმობ
აი,სიყვარულით კი არ მიყვარხარ!!!!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1089 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 


ერთხელ წვიმდა, წვიმდა გადაუღებლივ,თითქოს არავის უნდოდა გაჰკვირვებოდა მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებოდით შევამჩნევდით, რომ ცა ტიროდა,თითქოს რაღაცას დასტიროდა დედამიწა. ქუჩაში არავინ იყო,თითქოს ყველა თანაუგრძნობდა და ცდილობდა გარეთ ყოფნით არ შეეწუხებინათ. წვიმის წვეთები ცის ცრემლები იყო ,რომლებიც ულევად მოდიოდა,ზოგი მაშინვე მიწაზე ეცემოდა, ზოგი ხის ტოტზე და ასე დაუსრულებლივ��
გოგონას ცრემლები ულევი იყო როგორც ცის, აი ვის თანაუგრძნობდა ის. მისი ცრემლები ფანჯრის მინაზე ეცემოდა და მალევე ქრებოდა.გოგონას ნია ერქვა ის მხოლოდ 15 წლის იყო. ალბათ გაგიკვირდებოდათ რა ჰქონდა სატირალი ასე პატარას, მაგრამ მასაც მიაყენეს ტკივილი და ეს თვით განგება იყო, თვით ბუნება. ის ყველასაგან გამოირჩეოდა სილამაზით.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1016 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

Pink ! 
fashionable ! Sweet ! : )

............... 
Pink !
 fashionable ! 
Sweet !
 : )
კატეგორია: სურათები♥ | ნანახია: 1912 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (4)

შენთვის ვცოცხლობ,
შენთვის ვკვდები
დავთვრები და შენთვის ვმღერი,
და დილამდე სულ ვიყვირებ
რომ ძალიან მენატრებიი...=))
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 832 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.

როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე,ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია...=)))
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 735 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 


ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1056 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


1) ეს იმ კაცს გაუმარჯოს რომელიც ძმობაში დაიშვება და ოჯახში შეიშვება!
2) ეს იმ უიმედო სიყვარულს გაუმარჯოს როდესაც იცი არ უყვარხარ და მაინც გიყვარს!!
3) ეს სამ ჩ_ს გაუმარჯოს ჩვენ ჩუმ ჩანაფიქრს გაუმარჯოს!
4) ეს იმ უთქმელ გრძნობას გაუმარჯოს თქმა რომ არასოდეს უწერია!!
5) ეს გაუმარჯოს კლდეში გამოკვეთილ ხავსიან კედელს, ამ კედელზე დანთებულ წყვილ სანთელს, იმ სანთელზე დაღვრილ ცრემლებს და იმ ცრემლებში ჩაქსოვილ ნაღველს!!
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1134 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 856 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 776 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა
ცხოვრება... ძალზე ძნელი .
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1297 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


მე ვარ სევდიანი მხატვარი,
და გამოვხატავ გრძნობას, ტონით დაბალით,
შევყურებ შენს უძველეს სურათს,
მის გარშემო, ყველაფერი ბრუნავს.

ნელა ვიზრდები და გრძნობებიც მგუდავს,
ბოლს გამოვუშვებ და მძიმედ ვსუნთქავ.
შენ შემოგყურებ, და ვფიქრობ ჩუმად,
შეცდომებს ვუშვებ ძალიან ბრძნულად.

შენს სურათს ვხატავ, გიხსენებ მუდამ�
მე შენ მიყვარხარ, ასეა სულაც
რომ დამივიწყო შენს სურათს ვხატავ,
მე მას შევყურებ, გიხსენებ მუდამ�
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1002 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


შეყვარებული ხარ? ალბათ გიყვარს ვინმე
ჰო და ჩემო კარგო კარგად მომისმინე...
შენ თუ შეიყვარებ, მხოლოდ აგრძნობინე,
ძალიან თუ გიყვარს ნუ შეატყობინებ.
იცი ჩემო კარგო რატომ ვამბობ ასე?
სიძულვილით არის კაცის გული სავსე,
შენ თუ დააჯერებ რომ იმისთვის ხარობ,
გაიფიქრებს, ალბათ მასზე კარგი ვარო....
და გაივლებს გულში: ,,რატომ შევიყვარო?
ჩემზე ნაკლებს თავი რატომ მივადარო?"
და შენს ლამაზ თვალებს მოარიდებს მზერას,
რადგან შენი ტრფობა, დიდად შეიფერა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 777 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...

ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...

ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...
და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად,
როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1170 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


.......... გამომიგონე........... ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე....
მერე მოდი და ცემს მკლავებში შემოიხიზნე
უპატრონე ჩემს მონატრებას...
ნუ შეაკავებს შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური...
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები
და ამ სიზმრიდან სამუდამოდ ამომიყვანოს....
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 936 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



"ჩემი ცხოვრება სავსეა შენი სუნთქვით და თვალების ფერით,
თმებით, ტუჩებით, ალერსით, მზერით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჩემი დღეები სავსეა თმენით,
ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით,
მხრებით, მკლავებით, თვალებით, ყელით,
ჩემი არსება სავსეა შენით,
ჭორით, ოცნებით, იჭვნეულ სენით,
ტყუილით, მართლით, ბოროტი ენით,
ზღვა სიყვარულით, პატარა წყენით,
მთელი სიცოცხლე სავსეა შენით,
ასე მგონია მე შენით ვცოცხლობ,
ასე მგონია ვსულდგმულო შენით
შენით..."
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 907 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ფიქრი – იმღვრევა,
ნისლი – იმქვრევა,
ცხოვრება – ირევა წამში,
დავდივართ,
დავეძებთ,
ვპოულობთ და ვკარგავთ
ცხოვრების თნამგზავრს ხალხში,
გეძებდი...
გიპოვე...
და ისევ დაგკარგე,
თითქოს – არ იყავი ის კაცი...
და ისევ...
ფიქრები – აიმღვრა,
ნისლები გაქრა და...
ცხოვრებაც აირია წამში.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 776 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


სული დამიმძიმდა, გული დამიმძიმდა,
რადგან ვერ ვისრულებ იმას, რაც მე მინდა...
უსაზღვროდ მენატრები, მზემდე მიყვარხარ,
მინდა შენთან ვიყო, მაგრამ შორსახარ...
ნეტავ, მეღირსება კიდევ ერთხელ გნახო?!
ნეტავ, მეღირსება ისევ ჩაგეხუტო?!
უზომოდ მენატრები, ქუჩებში მელანდები,
გადის დღეები და მხოლოდ შენ მედარდები...
ფიქრებში მიზიხარ... მე შენ ვერ გელევი...
უსაზღვროდ მიყვარხარ და შორიდან გეფერები..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 842 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

v










დახუჭე თვალები დახუჭე... 
სინათლე ყველაფერს აფუჭებს...
სიბნელე მათრობს და მაჩუმებს...
არ გინდა?...სიცოცხლეს გაჩუქებ...
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს...
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს...
გთხოვ შენი თვალები მაჩუქე..
და შენი თითები მაჩუქე...
და შენი სიზმრები მაჩუქე...
და შენი ალერსი მაჩუქე...
უგონო წუთები მაჩუქე..
დილა...და საღამო მაჩუქე...
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ...
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ...
დახუჭე თვალები დახუჭე..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 806 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ფურცელის ნაგლეჯზე უსიცოცხლო სიტყვას ეძინა,
გულს უეცარი მარტოობა ძლიერ ეწყინა
გულის სიღრმეში მონატრების ისმოდა გლოვა,
მოგონებები ჩურჩულებდნენ ელოდე მოვა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 873 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



თოვლს თუ მესვრი მიდი რაღას აყოვნებ?!
თოვლის გუნდას გულიც გამოაყოლე,
შემცივდება? შენი ეშხით გავთბები,
გაკოცებ და მეც თოვლივით დავდნები!...=))
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 716 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


მან მიატოვა პატარა გოგონა,
მერე მოვიდა მითხრა,
შენ მიყვარხარო და შენთან ერთად
ბედნიერება მინდა.
მე კი პასუხად არა ვუთხარი რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს,
ახლა გაიგებს თუ როგორია,
რომ მიგატოვებს ვიღაც.
უცებ შეებრალა პატარა გოგონა,
სასწრაფოდ ეძებს ბინას,
იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში ძინავს.
ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები
ვეღარ მიმხვდარა რა ქნას,
მიდის საფლავთან და სიმწრით გულზე
მუშტით დააყრის მიწას.
–ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია რომ მიგაბარეს მიწას?
ახლა ცოცხალი დავიარები მაგრამ მკვდარი მაქვს გული,
გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ ქალის სათუთი სული.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 821 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


აკი მითხარი ღმერთი არ მწამსო
მაშ რა გინდოდა სვეტიცხოველში
აკი მითხარი არვინ მიყვარსო,
მაშ რად ცურავდი ცრემლის მორევში

რად დაუჩოყე ხატებს ძვირფასო
რატომ აანთე წვრილი სანთელი
ვისზე თქვი ღმერთო ძლიერ მიყვარსო
იმ ბედნიერის მითხარ სახელი..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 980 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო,
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია,
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია,
მოვედი ალბათ იმიტომ რომ შენ გაგიხსენო
მოვედი ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი,
რომ დღეს აღარ ხარ ჩემთან ერთად,მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი,
შენ ყველას უსმენ,შენი ხმა კი არავის ესმის,
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო მომისმენ ალბათ
მიეცი ძალა შენს ხატის წინ დაჩოქილ წყვილებს,
რომ არ დაინთოს შენს ხატის წინ სანთელი ცალად!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1005 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


სავალ გზაზე სილამაზე
სანთელივით გენთოს
სულ სიკეთე გეთესოს და
სიყვარული გემკო

თმა და წვერი ბამბასავით
დაგფენოდეს თეთრად
სიცოცხლესთან სიმრავლესთან
სიხარულთან ერთად

ღმერთმა მოგცეს ჯანი მთელი
მხიარული გული
სილამაზე სიკეთე და
დიდი სიყვარული
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 3204 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)


(ფიქრებს მიზნებს გაუმარჯოს)

თმა გამითეთრდა მთლიანად
ჭვერშიც გამიჩნდა ჭაღარა
სიბერემ თავის სტატუსი
ნელ-ნელა შემომაპარა

აღარ მიხდება ოხუნჯი
აღარც ბაზარი ქურდული
ახალგაზრდობის კარებზე
დაედო რკინის ურდული


კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1195 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს ქვეყნად რომ არის ქალი
ვისაც უყვარხარ ყველაზე მეტად,
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში,
თუ ბედისწერას მიაყრი ფარხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას
ქალი ყოველთვის აგინთებს სანთელს,
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს
ის გაიხსენე, ის ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს,


კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 841 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ძნელია როცა ტირილი გინდა,
ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ,
ძნელია როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ,
ძნელია როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს,
ძნელია როცა ხელებზე გცივა
და ამ ცივ ხელებს არავინ გითბობს,
ძნელია როცა თვალები სველია
არ გაძინებენ გინდება გლოვა,
ძნელია როცა ვიღაცას ელი
და თან იცი რომ ის აღარ მოვა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1017 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

... 

წითელ ვარდებში გადაშლილი თეთრი ვარდი ხარ

მაგრამ შენ მაინც მოწყენილი, რატომ დადიხარ?

დარდი არ გშვენის ჩემო კარგო ქვეყნის თვალი ხარ.

მზე იმალება,რომ შეგნიშნავს განზე გადიხარ.

ყველა გზას გითმობს,ვინც შეგხვდება რა ლამაზი ხარ

შენ ხომ ვარდებში გადაშლილი  თეთრი ვარდი ხარ

ლამაზმანების

უნაზესი დედოფალი ხარ!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1415 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა,

უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა.

თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება,

მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება.

Te quiero .

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 766 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)

 
...

სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,

რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...

იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,

ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 824 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


როცა დრო იყო მასზე არ ვფიქრობდი,

თითქოს არ მიყვარდა, თითქოს არ მხიბლავდა.

მე თითქოს უხილავ ცეცხლში ვიწვოდი...

დავშორდი...

მივხვდი, რომ გიჟივით მიყვარდა..

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 832 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.