Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 29 » მთვარიან ღამით
7:33 PM
მთვარიან ღამით

მთვარიან ღამით ჩემს გულში დარდით,
რატომ ჩერდება ჩემს ფიქრში გავლით,
ან მე რად მერჩის ვინ ვარ მე ხავსი,
სხვა ადამიანთ რად არ სდევთ ტანჯვით.
რით შევაგონო ხალხს სევდა ჩემი,
რით განვამტკიცო მე აზრი ჩემი,
ნაწილსა სევდის მე ვიტყვი ლექსით,
ნაწილსა ალბათ იტყვიან სხვებიც.
აქ ჩავატიე ამბავი ვრცელი,
რომ დაიბინდა გონება ჩვენი,
ადამის მოდგმას გამხმარ აქვს ფესვი,
ამ ჩვენი ცოდვით კი ხარობს გველი.
ხალხო აჯობებს სიტყვისა ბევრის,
ლაყბობას, ლაქლაქს, გინდ ჩემი ლექსის,
საქმით ვაკეთოთ სიკეთე ბევრი,
ლოცვა შევირგოთ ღვთის მიმართ ბერის.
ვთესოთ ჩვენ ყველგან გძნობები ძმობის,
გზა გაუკაფოთ მომავალს გონით,
მგლები არ ვჩაგროთ ჩახმახით თოფის,
ძმობა მან გვითხრა თავისი მგლობით.
ჟამს ჩვენ მივხვდებით სამართალს გონით,
ვინანებთ დამჭკნარს გონებას ლოცვით,
ღმერთო გვიტევე ცოდვანი ჩვენი,
რადგან ბნელია გონება ჩვენი,
აქ მე ვამთავრებ ლექსვას ამ სევდის,
იმედს ვიტოვებ პატარას ბევრში,
რომ არ ვიცხოვრებ უქნარად ქვეყნის,
და ვინმეს ვარგებ ამ ჩემი ლექსით.
და ყოველ ღამით ძილის წინ წამით,
თავს უსვამ კითხვას მსგავსი რამ ამის,
მოგვიწოდებდნენ ჭკვიანნი კალმით,
ამ სოფელს რა ვრგე, რა ვქნა მე ხვალით
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 823 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.