Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 29 » მთელი ჩემი სიყვარულით მეზიზღები.
5:39 PM
მთელი ჩემი სიყვარულით მეზიზღები.

ხშირად...ძალიან ხშირად,მგონია რომ აღარ არსებობ...არ არსებობს ის მიზეზი რის გამოც ჯერ მომეწონე და შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება გახდი...ხშირად ვფიქრობ,რა იყო ისეთი შენში რაც ასე ძლიერ მომეწონა და მართალი გითხრა ზოგჯერ ვერც კი ვპოულობ პასუხს.
ხშირად მომიპარავს შენი მზერა...ხშირად ჩუმად თავად შემომიხედავს...ხშირად შენი ნათქვამი სიტყვებიც მომიპარავს და გულში დამიმალია...მერე რა თუ რაღაცას გპარავ?!...შენი სიტყვები,შენი ღიმილი,მზერა ყველას ეკუთვნის და მეც ჩემს წილს ვიღებ...ვიპარავ...ვიცი,რომ ჩემთვის ერთი წვეთი სითბოც კი არ გაგაჩნია...მე თუ ასეთი წვრილმანების ქურდი ვარ,შენ ჩემი გული მოიპარე და ნუღარ წუწუნებ ყველგან:"ეს მომპარა,ის მომპარაო!" შენნაირი დანაშაული არ ჩამიდენია...მართალია ,ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ერთი და იგივეა,მაგრამ მაინც შენ უფრო ხარ დამნაშავე....გული მოიპარე...იცი ეგ რას ნიშნავს?!...თუ უბრალოდ,ესე უმიზეზოდ მოგეწონა რაღაც სისხლისფერი,თბილი და აიღე?!...ნამდვილად არ გეცოდინებოდა და არც ახლა იცი რა დანიშნულება აქვს გულს...
ღორი ხარ...ღორი...არაფერს იმეტებ,არაფერს!...ერთი "გამარჯობა" რა არის და იმასაც კი არ ამბობ...სისულელეებს კი ლაპარაკობ უბანში ბიჭებთან,ხუმრობ,მასხარაობ და მე კი ზედაც არ მიყურებ...ღორი ხარ აბა რა ხარ.... ...არასდროს გყვარებია?!... არასდროს?!..არც ის იცი რა არის სიყვარული?!..არსად გინახავს?!... შემომხედე და დაინახავ!...შემომხედე...თუ ზუსტად იმიტომ არ მიყურებ,რომ გეშინია სიყვარულის დანახვის?!...
გეზიზღები არა?!...აბა მე მკითხე როგორ მეზიზღები...სიგიჟემდე მეზიზღები...უზომოდ...უზომოდ მეზიზღები...მთელი ჩემი სიყვარულით მეზიზღები...ღმერთო,როგორ მეზიზღები ნეტა იცოდე!.. აქ რომ იყო გაიგებდი როგორც!...ისე მაგრად ჩაგეხუტებოდი,სუნთქვა შეგეკვრებოდა და იფიქრებდი:"ისე ვეზიზღები სასიკვდილოდ მიმეტებსო!" არადა,მხოლოდ იმიტომ ჩაგიხუტებდი ასე რომ,ვიცი,ეს პირველი და უკანასკნელი იქნებოდა!...
ვერ გამიგია რატომ შემიყვარდი...რატომ მომეწონე...რა იყო ისეთი შენში,რის გამოც გული შემოგწირე სამუდამოდ?!...მხოლოდ თვალები?!...ვიცი:"თვალები სულის სარკეაო!" თვალები კი არის ნამდვილად შეყვარების ღირსი,მაგრამ შენი ქცევა რაღას ნიშნავს,თუ ასეთი სული გაქვს?!...გეზიზღები არა?!...მეც მეზიზღები თუ კარგია!..მთელი ჩემი სიყვარულით მეზიზღები...
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1403 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-04-26 - 2:37 AM

:)))) მთელი ჩემი სიყვარულით მეზიზღებa :PP

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.