Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 29 » ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი.
6:22 PM
ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი.

 

ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი,
აუხდენელი და მომხიბლავი,
არ ვიცი, საით გაუყვა ტალღებს,
სად შეაჩერა დაღლილი ნავი.
მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა,
სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი,
მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა
ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.
მაგრამ ის მოვა შემოდგომისას,
მოვა დაღლილი და ფერმიხდილი,
ო, რა მწუხარე ღამე იქნება,
ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი.
მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული,
რომ სიზმარივით გაჰქრა ყოველი,
რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს
და სიყვარულში ხსნას არ მოველი!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 854 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.