5:58 PM *** | |
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია, შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო! მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია, მინდა თვალზე ცრემლიბის, ალუბლების დაკრეფა; და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან, შემი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება! მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია! რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან, რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან, ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა! უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია, შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |