5:57 PM *** | |
მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი, სისხლიან თვალებში უშენოდ ბინდდება, სიკვდილში არის ისეთი ინტიმი, სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება. თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება, ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება. არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები, გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა, ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება. სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან, გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით, ჩამოგსვავ! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |