Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 28

ხან გაელვებას გავხარ, ხან მზის ამოსვლას ცაზე, შენ რომ ამ ქვეყნად მყავხარ, როგორ ვიფიქრო სხვაზე?

***
  შენი თვალები არის სურვილი, შენი ღიმილი - ჩემი ვედრება, შენი ტუჩები არის ლოდინი და მე ეს არც ერთი არ მომბეზრდება

***
რამდენჯერ შენი ლამაზი თვალები, ათას თვალებში ჩუმად მინატრია, რამდენჯერ შენი ლამაზი კოცნა ჩუმად ბევრჯერაც მომნატრებია
კატეგორია: პატარა sms♥ | ნანახია: 1473 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


ღესაც ძველებურად გამებუტე
ალბათ,
შენ მე უნდა გამაგიჟო
უსაშველოდ ვიტანჯები
აბა
სხვა ვინ უნდა დამამშვიდოს...


რისთვის და რატომ ვერ გაგიგია
რომ სიცოცხლისთვის შემიყვარდი
და თუ უსაშველოდ კეკლუცი ვარ
რომ მაპატიო ჩემი ხათრით

რა ვქნა ჩემს თავსაც კი ვეპრანჭები
რა ვქნა პირველ რიგში ქალი მქვია
მაგრამ ჩაკეტილი სხვისთვის გული
შენთვის სულ ბოლომდე გამიღია
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 852 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)

როცა სიცოცხლე მიხაროდა, გული სითბოსგან დამიცალე,
როცა სიყვარული დავაპირე, შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც გამაჩნდა, ყველა ამირიე, წამიშალე...
შენი გაღიმება შემიყვარდა, მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე...
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე...
შენი სიყვარული მიხაროდა, ღიმილი ცრემლით შემიცვალე...
ასე მკაცრად როცა განმსაჯე, თვალი ცრემლისაგან დამიცალე...
შენი დავიწყება დავაპირე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 979 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


დღეს დაიტირებს ჩემს გულში ღამე,
როგორ ვუშველო მასწავლეთ რამე.
სიყვარულს მორცხვად ვაჩუქე ნდობა,
(ალბათ, დავუშვი ბოლო შეცდომა).
ვერ გავექეცი გრძნობათა მფარველს,
რომ მოვკვდე ჩემს ლექსს ვინ დაამთავრებს?
არადა, არც მსურს სიცოცხლე სესხით,
(თუ გულით მინდობ, ქვასაც ნუ მესვრით)
დღეს დაიტირებს ჩემს გულში ღამე,
როგორ ვილოცო, მასწავლეთ რამე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 939 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


შენი მონატრება მტანჯავს,
შენი სიყვარულით ცად ვარ...
შენთან მოსვლა მინდა მაგრამ...
ოხ ეს დაბრკოლება მტანჯავს,
მე შენს ჩახუტებას ვნატრობ,
შენთან ახლოს მოსვლას ვლამობ...
იმ ცრემლიან წუთებს ვნატრობ,
მე და შენ რომ ტკბილად გვახსოვს...
ოხ ეს მელოდია მახრჩობს...
გულის ტკივილამდე გნატრობ..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1143 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


ისე მოხდა, რომ სკაიპიდან წამშალა. დარწმუნებული ვარ, ბევრი არ უფიქრია. მარტივად გადაწყვიტა_ ერთად აღარ ვართ, რომ დამჭირდეს, მისთვის მიწერა სხვანაირადაც შემიძლიაო.. აქედან დასკვნა_ რა აუცილებელია, სკაიპის კონტაქტებში მყავდესო… წესით, მეც ასევე უნდა მეფიქრა, მაგრამ მე ხომ გოგო ვარ (სულელური თეორიების აგება გენეტიკურად კოდირებულია ჩემში ), ხოდა, ეს ამბავი ასე მარტივად არ მიმიღია. ეგრევე მივწერე ფეისბუქზე: უი, სკაიპიდან წაგიშლივარ-მეთქი და დაველოდე, რომ ამ წერილის შემდეგ ფეისბუქის მეგობრებიდანაც ამომშლიდა. არ ამოვუშლივარ, მაგრამ არც უპასუხია. ახსნა-განმარტებები მისი სტილი არაა. თანაც, ჩემს გამჭრიახობას თვალდახუჭული ენდობა. იცის, რომ ვიცი, რატომაც წამშალა. მიზეზი ისაა, რომ ,,ფორმალობებს” არ სცნობს.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1192 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (5)



1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.
2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.
4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.
6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.
7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.
8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.
9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ..
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 947 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (1)


ნაზი შეხება...სიყვარული აქ ცდება საზღვრებს
და ოცნებები მოუხმობენ ვარდისფერ ფანტელს
სუნთქვა ეკვრებათ ვნების ზღვაში ჩაძირულ ბავშვებს
ვეღარ ხვდებიან დასასრული აღარ აქვს ამ დღეს...
ფიქრი რთულდება მოლოდინი ოცნებას ტანჯავს
თუ ღრმად შეტოპავ ვეღარ გამოხვალ გრძნობები ღრმაა
ხუჭუჭა თმები მაგ ლამაზ მკერდზე ივსება გრძნობით
შენი თვალები ნარკოტიკსაც უკარგავს ძალას
მისი ხელები გოგოს სხეულს ეხება ნაზად
ტუჩები ტუჩებს შეეხება სითბო იღვრება
უმნიშვნელოა ყოველი დღე ამ ლამაზ წამთან
სანთელი ქრება ოცნებები აქ კარგავს თავსაც...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 829 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


სული დამიმძიმდა, გული დამიმძიმდა,
რადგან ვერ ვისრულებ იმას,
რაც მე მინდა...
უსაზღვროდ მენატრები, მზემდე მიყვარხარ,
მინდა
შენთან ვიყო, მაგრამ შორსახარ...
ნეტავ, მეღირსება კიდევ ერთხელ გნახო?!
ნეტავ,
მეღირსება ისევ ჩაგეხუტო?!
უზომოდ მენატრები, ქუჩებში მელანდები,
გადის
დღეები და მხოლოდ შენ მედარდები...
ფიქრებში მიზიხარ... მე შენ ვერ
გელევი...
უსაზღვროდ მიყვარხარ და შორიდან გეფერები..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 846 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (1)


შენ რომ არ იყო,ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა...

შენ რომ არ იყო, ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის, არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი, ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება...
შენ რომ არ იყო, ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება...
შენ რომ არ იყო, სიყვარული დამეკარგება,

და ტრფობის ჟამი ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ–მარტოდ დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება...
შენ რომ არ იყო, ჩემი გზები სულ არევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1046 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


ზუსტად მწუხრის პირას, წყნარი პარკის ჩუმ კუთხეში, ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი გოგონა გამოჩნდა. იგი ძელსკამზე ჩამოჯდა და წიგნის კითხვას შეუდგა, დრო ცოტა ჰქონდა, მალე ისევ სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო.
ვიმეორებ: კაბა ნაცრისფერი ეცვა და თან საკმაოდ უბრალო, თუმცა სამოსი ვერ ნიღბავდა მის უზადო სტილს და ფორმებს. პირბადეს ფართე ნახვრეტები ჰქონდა და ჩალმისებურ ქუდქვეშ იყო დატანებული, ვუალის მიღმა კი მშვიდად და შეუცნობელი სილამაზით ანათებდნენ თვალები. გოგონა წინა დღესაც იმ ადგილას იჯდა, ზუსტად ამ დროს, იმის წინაც, და იყო ვიღაც, ვინც ეს კარგად უწყოდა.
ახალგაზრდა კაცი ქალიშვილის მახლობლად ტრიალებდა, საფარად კი დიდ ჩინურ კერპს იყენებდა, რომელის წინაც მსხვერპლშეწირვის შემდეგ დარჩენილი ფერფლი ეყარა. მალე მისი მონდომება ჯეროვნად დაფასდა, გოგონას გადაშლისას წიგნი თითებიდან გაუსხლტა და ძელსკამიდან მთელი იარდის მოშორებით დავარდა.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1103 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (1)


იანვარი – სიყვარულის ნიაღვარი…
თებერვალი – დიდ გრძნობათა გენერალი…
მარტი – ვითომ დემოკრატი…
აპრილი -  ოცნებათა კაპრიზი…
მაისი –  არ ადარდებს, რა იცი…
ივნისი – ჰმ! დამანახე  სინდისი…
ივლისი – მომენატრა, ის ვიცი…
აგვისტო – გადარევა  დაიწყო…
სექტემბერი - ვერ ელევა ცხელ მზეს ბევრი…
ოქტომბერი -იცრიცება ბოლო ფერი…
ნოემბერი –  საკუთარ თავს მოერევი?!
დეკემბერი - არ წახვიდე, გეხვეწები…
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 880 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (2)


მე მინდა დავწერო დედის სადღეგრძელოს შესახებ ლეგენდა, რომელსაც დედის სადღეგრძელოს წინ ამბობენ............
ერთხელ მეგობრები სანადიროდ წავიდნენ. ნადირობის მერე ნანადირევი შეწვეს სუფრა გაშალეს იქვე ტყეში და ქეიფი დაიწყეს............. უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ როდესაც მგზავრმა ჩამოიარა გზად და როგორც ქართველელთა წესია სუფრაზე მიიპატიჟეს.............. მგზავრიც მივიდა და თქვა ბევრი დრო არ მაქვს ამიტომ მხოლოდ ერთ სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ რომელიც ალბათ უკვე შესვით მაგრამ მე მაინც ვიტყვი: ქართველი დედის სადღეგრძელო მინდა დავლიოო........ სუფრის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს და დაშერცხვენილად ჩაილაპარაკეს არა არ შეგვისივიაო. მაშინ სტუმარი ადგა, ჭიქა უკან დააბრუნა და თქვა ასეთ სუფრაზე მე სადღეგრძელოს თქმას არ ვიკადრებო და წავიდა.............

კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 2082 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (2)


1. Абхазский "Я тебя люблю" - Сара бара бзия бзо
2. Арабский "Я тебя люблю" - Ана ахебеки
3. Адыгейский "Я тебя люблю" - Сэ оры плэгун
4. Алтайский "Я тебя люблю" - Мэн сэни турар
5. Албанский "Я тебя люблю" - Уне дуа ти
6. Амхарский "Я тебя люблю" - Афэггерэ антэ
7. Английский "Я тебя люблю" - Ай лав ю
8. Армянский "Я тебя люблю" - Эс кэс сирумэм
9. Афганский "Я тебя люблю" - Ма ди кавэл мина
10. Башкирский "Я тебя люблю" - Мин хинэ яратау
11. Белорусский "Я тебя люблю" - Я тябэ кахаю
12. Бирманский "Я тебя люблю" - Чэна тинго чхи ти (Чумма тинго чхи ти)
13. Болгарский "Я тебя люблю" - Аз ти обичам
14. Бурятский "Я тебя люблю" - Би шамай дурлаха
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1136 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


მოდით ნახეთ ჩვენთან ბაღში,
"ფლიზ" "ლავ" "ნაიც" "სორი"
გასძახიან დიდ_ პატარა,
თუ არ ამბობ შენ ხარ ღორი.
ისე შენგან განსხვავებით,
მე კი ვძღები სამშობლოთი,
ცოტაც ანბანშიც ჩახედე,
იქნებ რა არს " გან"ი "დონ"ი.
ადრე იყო თურმე ბაღში,
"კაროჩე" და " სტრანი" "როჟა,"
გაბრაზდე და რა გამოვა,
ამ ხალხს ქვია სიტყვის მონა.
აიკობმა დედაენა,
სულხან-საბამ "სიტყვის კონა,"
დაგვიტოვა კიდევ ბევრმა,
რომ არ ვიყოთ მარტო ცოდვა.
დღევანდელი რეალობა,
ჩვენს ანბანშიც ჩარეულა,
დამიგროვდა შეკიტხვები,
პასუხი უნდა იყოს სწორად,
განა სავალდებულოა???
გახდე obama ან вова
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 997 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)


მგონი ცოტას აფრენს ეს კეტებიანი.. – გავიფიქრე ჩემთვის – რა ქირურგი, რის დალევა, რა მომვლელი?…
ან რა უნდა ჩავიცვა რა საინტერესოა….
ანკა გადამერევა რომ გაიგოს , ვიღაც მორიგი სულელი გადავიკიდე….
ღამის 10 საათია და მაინც ცხელა, ან მე მცხელა…
მთელი კვირაა თვალი მიშტერდება რომ ვხედავ და ის საერთოდ არ მიმჩნევს
ეხლა მოვეწონე? …
გამოაშტერა იმ ინვალიდმა … სულ იმასთან ერთად დადის და ირგვლივ აღარ იყურება…
ალბათ ცოტას დავაგვიანებ, როგორც ქალებს გვჩვევია..
იყოს და მელოდოს..
თავხედი..
მოინდომა ეგრევე, \” გადმოჯექი, დავლიოთ..\”
ეხლა იჯდეს და უყუროს საათს…….. \”
11-ის ნახევარზე არანორმალურად გამოპრანჭული და სუნამო მიპკურებული დავეშვი ლიფტით სასტუმროს რესტორანში…
სიხარულისგან სახე მიბრწყინავდა იმაზე ფიქრით, რომ დიდხანს ვალოდინე და გავაწვალე,..
სახე მომერყა, როდესაც რესტორანი ცარიელი დამხვდა..
ჩვენს მაგიდაზე , პატარა ლურჯი სანთლიდან , მოუსვენრად ხტოდა წითელი ალი..
მაგიდას მივუჯექი და სიბრაზისგან ისეთი სიჩქარით მოვწიე სიგარეტი, თავბრუ დამეხვა…
გავიდა 10 წუთი …
\”საინტერესოა, რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი?\”
15 წუთი…..
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1121 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (4)


შენ უნდა იყო,
თანაც არ იყო,
ცხოვრობდე ყოფნა-არყოფნის ზღვარზე,
უნდა ატარო ზღვების დუმილი,
ტალღებითა და მარილით სავსე.
შენ უნდა იყო...
ჰო, ერთი სიტყვით,
უნდა ცხოვრობდე, ვითომ არა ხარ,
რა ვქნა, თუ მხოლოდ ასე შევძლებდი
შენი სულის და ხორცის დანახვას...
უნდა დარჩე და უნდა წახვიდე...
ვერ ამოირჩევ ვერცერთს ორიდან...
და ახლოდანაც ისე გხედავდე,
როგორც გხედავდი გუშინ შორიდან.
გამოიცვალა ზამთრის ამინდი,
ჩვენც უნებურად გამოვიცვალეთ...
მე შენ წინა ვარ_ცის თუ მიწისა,
თვითონ არ ვიცი,
გამო(მ)იცანი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 796 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (0)

 
 
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა
ცხოვრება... ძალზე ძნელი .
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 988 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-28 | კომენტარი (1)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.