Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 29 » ქალი
4:46 PM
ქალი

თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს ქვეყნად რომ არის ქალი
ვისაც უყვარხარ ყველაზე მეტად,
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში,
თუ ბედისწერას მიაყრი ფარხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას
ქალი ყოველთვის აგინთებს სანთელს,
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს
ის გაიხსენე, ის ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს,
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაქრება სამხრეთის ქარი
და შენც მიხვდები მაღალმა ღმერთმა
შენთვის რომ შექმნა ეს ერთი ქალი :)
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 842 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.