4:49 PM **** | |
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო,
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია, ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია, მოვედი ალბათ იმიტომ რომ შენ გაგიხსენო მოვედი ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი, რომ დღეს აღარ ხარ ჩემთან ერთად,მოვედი მარტო და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი, შენ ყველას უსმენ,შენი ხმა კი არავის ესმის, ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო მომისმენ ალბათ მიეცი ძალა შენს ხატის წინ დაჩოქილ წყვილებს, რომ არ დაინთოს შენს ხატის წინ სანთელი ცალად! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |