5:59 PM უდიადესი | |
მე კარგად ვხედავ
სანაპიროს - მზიანს და უვრცესს, დიდი ხნის წინ რომ დავტოვეთ და მის წაშლას ვცდილობთ. თუმც დამეთანხმე, თუმცა ხელი დაიდე გულზე,- სხვა რამე იყო ის სამყარო, ის სანაპირო. საღამოები, მზის ჩასვლები, სხვა საუბრები: ქრისტეზე... მზეზე... თბილ ქვიშებზე... უცხო გრძნობაზე... მერე რა, თუ დღეს ერთმანეთთან ვართ დაუბრებით, ვიცი - შენ ფიქრობ ჩვენს გვიანდელ ყმაწვილობაზე. მერე ბავშვობა დავამარცხეთ საკუთარ თავში, აქ, ამ ქალაქში, რეალური კურსი ავიღეთ, მაგრამ დღიურებს, ძველ დღიურებს როცა გადაშლი, ჩვენ ბრბოს ნაწილი რომ არა ვართ მყისვე გაიგებ!.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |