აბა რა გითხრა, მინდა ვცადო ვიყო გულწრფელი. თითქმის, სათქმელი ბევრი უკვე არაფერია. სჯობია ხშირად გაიხსენო ალბათ უფალი, თუ ბოროტება სიკეთეში არ აგერია,ხანდახან იქნებ უპრიანი იყოს თვითგვემა, რომ ყველაფერი მარტო სხვას არ გადააბრალო. და ხეც მიწაში კენწეროდან როდი ირგვება, ფესვიდან რგავენ თუ უნდათ, რომ კვლავ გაახარონ.ცალ-ცალკე ყველას ეჩვენება, რომ მართალია, პირფერობაში გაპარულა ღმერთო, რა ხანი..... სიმართლის სწავლა ამ ცხოვრების ანა-ბანია, და თუ არ გინდა მტერმა ჩაგცეს ზურგში ლახვარი
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
909
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
დაკარგულ სიყვარულს ნუ დაელოდები,ნუ დაღვრი უაზროდ ცრემლს,გაქცეულ მეგობარს ნუ გაეკიდებიტყუილად დაიღლი ნერვს....რასაც ვერ მიწვდები, პოტინს ნუ დაუწყებ,თორემ გაიღიმებს ღმერთი...თუკი გიწერია მისი დაბრუნება,თვითონ დაგიბრუნებს ღმერთი....შენი სიყვარული ისევ შენთან მოვა,ბოლომდე იქნება შენი....ოღონდ ერთი გწამდეს, ცხოვრების დიდ გზაზეიწამე უფალი ღმერთი !!!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
889
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო, შორს ნუ მეძებ! მანდვე ვარ... შენს გულში.. გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო? საკუთარ გულზე დაიდე ხელი, შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა... როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად გვიცემს... ასე რომ, დაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს გულისცემას... ხომ ხედავ, რა ახლოს ვართ ერთმანეთთან, აქვე მყავხარ გულში, შენი ტარებაც კი შემიძლია, გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან, ჩვენ სულ ერთად ვართ. დაფიქრდი განა ასე არ არის? განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით? მე შენ გული მოგპარე, ჩემი გული კი შენ გაქვს, სიყვარულისთვის ესაა მთავარი
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
783
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს, რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია, მეგობარო შენ გამიგებ პირველად რა მატირებს ანდა რა მიხარია. შენ გამიგებ რად დამძიმდა ფიქრები, ოცნებების აფრა რატომ დაეშვა, მეგობარო შემხედავ და მიხვდები, წუხანდელი თეთრი ღამის კაეშანს. უშენობა, მეგობარო,ძნელია, უშენობით გულზე მადევს ლოდები. მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია, შენზე ფიქრში,შენზედ დარდში მოვკვდები. დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს, რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია, მეგობარო შენ გამიგებ პირველად, რა მატირებს, ანდა რა მიხარია....
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
989
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
.წამო რა,წვიმაში გავიაროთ,ქუჩას, ჩვენს ბავშვობას რომ გვახსენებსცრემლი ჩასდგომია ტროტუართანალბათ ისიც წლებმა მიატოვეს.გუშინწვრილთვალება კაცუნებმაჩემი საგანძური ამოთხარეს,ახლაც იმ ამომშრალ ჭასთან ვდგავარნესტს რომ სიმშრალეთი ასაფლავებს.იცირამდენი რამ შეიცვალაფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ,დილაც "დაბოლილი" შეიშალა,ზეცას ამიტომაც სთხოვა წვიმა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
783
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას, ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, - საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი: ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!
მეგობართა, ნათესავთ მოკლებული, ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული; მაგრამ ერთხელ დაობლებული სული მარად ითმენს უნუგეშობას კრული!
არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის; ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის, ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა, ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!
ძნელი არის მარტოობა სულისა: მას ელტვიან სიამენი სოფლისა, მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1047
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
"ღამეს ელვარე დღე შეუცვლია თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი, ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია, დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი, მომკალით!ყოფნა მაინც შუქია თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა, შეხვედრა ენას ვერ შეუქია, შეხვედრა განა ასე გველოდა? თქვენ გაიხსენეთ,ო,გაიხსენეთ, ო,გაიხსენეთ,ამ სიტყვებს იქთ რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ ვერც ჩუმუ ცრემლით,ვერც ლალის ჭიქით. რისთვის მიყვარხართ?მე არ მაქვს ნება! მაგნაირ გულით და სინაზეთი... არის ამქვეყნად დაგვიანება- მაგრამ ამდენ ხნით?მაგრამ ასეთი? არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია, არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით... ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ:მე გთხოვთ,მომკალით!"
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
798
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
| |