Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » მეგობარო
6:32 PM
მეგობარო


დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად
რა მატირებს ანდა რა მიხარია.
შენ გამიგებ რად დამძიმდა ფიქრები,
ოცნებების აფრა რატომ დაეშვა,
მეგობარო შემხედავ და მიხვდები,
წუხანდელი თეთრი ღამის კაეშანს.
უშენობა, მეგობარო,ძნელია,
უშენობით გულზე მადევს ლოდები.
მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია,
შენზე ფიქრში,შენზედ დარდში მოვკვდები.
დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად,
რა მატირებს, ანდა რა მიხარია....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 941 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.