ძნელია, როცა ტირილი გინდა, ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. ძნელია, როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია, როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს. ძნელია, როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. ძნელია, როცა თვალები სველი ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა. ძნელია, როცა ვიღაცას ელი და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
906
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
არც ქალის სურნელს მივტირი დაკარგულს, არც კოცნას და ალერსს აღთქმულს და დაშანთულს. ოცნებას გაფანტულს სიცოცხლეს დაღდასმულს, სიყვარულს მივტირი დარდების დასასრულს. ტკივილებს შეჩვეულს, ფიქრებში ჩამარხულს, დამალულს, მოპარულს, დაწიხლულს.... დაორთქლილ მინასთან ფიქრი მენატრება, სევდა წვიმიანი ამინდის, ცრემლი მენანება, მარცხი მენანება, მწუხარე სახიანი რაინდის.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
949
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,
თავმოყრილია რადგან შენში ყველა სიკეთე,
შენ ისეთი ხარ სიყვარულსაც რომ შეშურდება,
ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.
შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს,
საიდან მოხვალ ასე თბილი ასე უბრალო,
ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე....
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ ზედმეტი სეყვარულის ცილი დაგწამო,
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
995
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
კუშტი ღრუბლებით დამძიმდა ზეცა, ღარიბი მგზავრი-ფიფქი პაწია ძველ საბძელსა და ნახნავებს შორის გასხლტომას ფიქრობს, თუ გააღწია
მთელ დღეს ჩიოდა დევნილი ქარი- როგორ მჩაგრავსო, ნახე მავანი უგვირგვინოა ზოგჯერ ბუნებაც როგორც ადამის შთამომავალი....
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
802
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
შორს სადღაც ,ცის კაბადონზე... გვირილებს მივყვები და ოცნების წვეთები მაწვიმს ... _ღამე სიჩუმეს მილამაზებს ...
ფიქრის ნიღაბს ვიხსნი ... და ყველას მთავარ როლს ვთავაზობ , ვისაც თამაში არ ღლის ... _ჩემი გრძნობების კარნავალია...
წუთიერს ყველაფერს ვგმობ და განთიადს თამამი ფერი დაკრავს ...ხვალის _დღეები ფანტავენ მოგონებებს ...
ხელახლა, წამებში ვიბადები და მონობა არ მსურს არსების . სამყარო ფერებით ხატავს ახალ სივრცეს . _ სიკეთის მწამდა ყოველთვის ... !
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
875
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
მე და მზე დავსხდებით სახლის სახურავზე, დაგიწყებთ ყურებას შენ. დაგიქნევთ ხელს, შეგიცვლით ფერს, დაგხატავთ ჭრელს და შენ...შეგვხედავ ერთს... გაივლი გზას, ინატრებ ხსვას, მოწყენილ მზეს ანებებ თავს... სახლის სახურავზე სიჩუმე ჟღერს, მე და მზე დავყურებთ ქალაქის მტვერს... და გულში უფერო სიცოცხლე ძგერს... სადღაც შორიდან აღელდა ზღვა... ვიქნებით ერთად მე და მზე... და იქნებით ერთად შენ და სხვა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
790
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია,გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი.ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილ.საწუთრო ჩვენი ადრდის ბაღია,უჩინარ ბედს აქვს ჩაბარებული.ამ წუთისოფელს ვხვდები თვალღიადა მაინცა ვარ დაბრმავებული.გონება ჩემი იქნებ გამეხსნას,ნაღდი სამყაროს აღქმა მწყურია,იქნებ როგორმე ბედი დამეხსნასბედი სხეულის რთული წყლულია,დილას დავსახავ რაღაცა გეგმებს
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
796
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
| |