ცრემლების მორებს მოვაგორებდიმე შენს ლოყაზე,მოვათრევდი ტკივილის ლოდებს.დრო გამოშვებით ვისვენებდი შენს წამწამთ ჩრდილქვეშ.დაფლეთილ ხელით, ნატკენ მკლავებითგულს ვიხუტებდი მიბნედილ მზერას.ქარიშხალივით მოვარდნილი შენივე სუნთქვაჩადგა ჩვენს შორის.შენ თვალებიდან გადმოკიდეცრემლის ძაფები მდინარეებად.მე მოვაპობდი სიცარიელეს,თავაწყვეტილი მივქროდი სადღაც და დამაგვიანდა.შენ ახლა ცისფერ კუბოში გძინავს.მე შავი ფერი ვარდა შენს სახეზე ვცეკვავ.მე ახლა სისხლის წვეთი ვარდა შენს კაბაზე ვცხოვრობ.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
906
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
ჩემი წარსულიდან სახსოვარი, დამრჩა ერთადერთი-დაღლილობა. გავხდი უსახლკარო მათხოვარი დრომ და ათასგვარმა თაღლითობამ ისე გამომფიტეს, როგორ გითხრა, (ალბათ გავახარებ მოშურნეებს). ძველი იარები საფლავს მითხრის უკვე აღარც ვცდილობ მოშუშებას. ჰოდა, ჩემი ძველი დოსიედან ყველა ქარტეხილი ამოვშალე. ბედთან ბრძოლა რაღა დროსია და ტყვიაც ხომ პირშია გამოვშალო ლამის. ერქვას ბოლო გაბრძოლება და ან დაღლილობის რაფსოდია. სადაც უაზრობებს გაძალებენ, სადაც ყველაფერი აბსურდია...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
858
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
პაწია გულო ვინ გაგიმეტა გულო მოკლულო და ისალბუნო - დაჭრილ ჩიტივით მუჭში მიფეთქავ და სულს გიბერავ, რომ მოგაბრუნო. ასე კვდებიან ალბათ ჩიტები, ასე ჩუმად და ასე უბრალოდ. ვაიმე, მგონი მართლა მიკვდები როგორ გაგათბო, რით გიმკურნალო? სიცივითა ხარ გულო მოკლული და სითბო გიხსნის სულ უნმიშვნელო, გავხდები ისევ ცოლის ორგული - მკერდში ჩაგისვამ... სხვა რა გიშველო. შ ნიშნიანიძე...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
952
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
ისევ წახვედი და მიმატოვე ისე დამშორდი არც გამაფრთხილე ისე ვტიროდი არც შეგეცოდე ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე სულ დრო მაჩერებს სულ სხვას მახვედრებს თანდათან ვხვდებიდი დროს ვერ ვაჩერებ გული ბაგუნობს ცრემლი მატულობს ღმერთი თან მირჩევს...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
828
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
მინდა გიყურო, გიყურო დიდხანს --
მანამდე, სანამ შენი ხილვა დამაბრმავებს, საყვარელო!..
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს -- მანამდე, სანამ შენი მოსმენა დამაყრუვებს, საყვარელო!..
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს -- მანამდე, სანამ შენთან საუბარი დამამუნჯებს, საყვარელო!..
მაშინ ხომ ვერ დავინახავ, ვერც მოვისმენ შენს ღალატს, და რომ ვიგრძნო კიდეც საყვედურს ხომ ვეღარ გეტყვი, საყვარელო!..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
854
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
და ის, ვინც გაქებდა... და ის, ვინც გალხენდა,ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?!ნუთუ გახდი ისე ცრუ, ბოროტი, მავნე, -რომ წერილი ერთხელ აღარ გამოგზავნე?!დააჩქარე, გესმის? - დააჩქარე მალე,თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი,თითქმის შემიყვარდა, თიქმის შევუყვარდი,და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობლად...და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
856
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
სხვას რას ემდური,სხვისგან რას ელი, როდესაც შენს ბედს შენ თვითონ მართავ. ტირანთან ბრძოლა არ არის ძნელი. ძნელია ბრძოლა საკუთარ თავთან. შენს კვალს ამქვეყნად ვერავინ წაშლის, თუკი გხედავენ მხნესა და გამრჯეს. გამარჯვებული ხარ სწორედ მაშინ, საკუთარ თავთან როცა იმარჯვებ.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
946
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
| |