Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

ის დაიბადა ავბედით ღამეს
და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა,
მან არ იცოდა,არც სიყვარული,
არც სიხარული და თანაგრძნობა.

იგი ასეთად ქუჩამ აქცია
ის გაიზარდა უნდობელთ შორის,
ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში
ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.

მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა
ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც,
მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი
და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 940 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


 

ჩემ გონებაში სამოთხის კარიშხალი ქრის,
და მინდვრად მიაქვს ცრემლი ცვიმის ცვეთსავით,
ხანდახან გულში მცუხარებით ამონკვნესი,
ისმის ფიკრებში მოგონების ნაქარგი ზღაპარი...

ხანდახან მესმის კვითინი ცის კამარაზე,
შავი გრუბელნი თითკოს ცას ეფერებიან,
ცის გასარღვევად ამოზიდულ მთებსა მდუმარეს,
სიო ჩურჩულით მოუტხრობს ზგაპარს სანატრელს...

ხანდახან ვხედავ ფიკრტან მოგონების ბრძოლას,
დაჭრილ ლომსავით ღრიალებს ელვა საზარი,
ძველი მოგონება მკვლელ დროისაგან გამკრალი,
სიოს უყვებოდა, თან მიკონდა წრფელი ამბავი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1091 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


მე მოგიძღვენი წითელი ვარდი
შენც ამ ვარდივით გაწითლდი ვხედავ,
სიყვარულს ნიშნავს წითელი ვარდი
ეს გაწითლება რას ნიშნავს ნეტავ?
თვალს ნუ მარიდებ გემუდარები
გთხოვ გამისწორო მტკიცე თვალები.
არაფერს მეტყვი?- არ გთხოვ ძვირფასო
ყველაფერს მეტყვის შენი თვალები
თვალებს რატომ ხრი?-ნუთუ გრცხვენია?
ნუ გერიდება, მე არ გიწყრები,
სხვა გიყვარს?-კარგი ძვირფასო
მე კი მიყვარხარ თავდავიწყებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 922 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ნუ მომატყუებ,რომ სინანული,ყველა სევდას და დარდებს წალეკავს,
დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს....!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები,
ახლა არ გჯერა მაგრამ დრო მოვა და..მტკივნეული დარდი ვიქნები.....
მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია,
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია.
სუსტი ხელებით ნაწვიმარ ცაზე,ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი,
ღმერთად გაქციე და ღმერთი რატომ გამიხსენებდი,ვინ ვიყავ შენთვის?!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას,და სხვის კოცნაში არ გახსენდები....
მაგრამ მერწმუნე ის დღეც დადგება,რომ სიგიჟემდე მოგენატრები........

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1017 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


შიშველი ქალი ხელში მჭერია,
მე მის შიშიშვლე არ მინახია.
მე მარტო სახე დამინახია,
მასზე ლექსები დამიწერია;
და ტრფობა ჩემი ცად აზიდულა,
დაბლა ერთხელაც არ დაცემულა;
თუ ვინმე იტყვის: "სულ ტყუილია",
მეც ვუპასუხებ: "სულ მართალია
და ტრფობა ასე უფრო ტკბილია".
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 853 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



სიტყვები გითხოვენ მუზად თავისად,
ეძებენ სულიდან კარს...
სიტყვები ცდილობენ დუმილის დანგრევას,
უმწეოდ იკლავენ თავს...
ის ორი სანთელი გუშინ რომ დაგინთე,
ნახევრად იწვავენ თავს...
ცრემლები წვეთებად გზააბნეულები,
ორივე მდუმარედ დგას...
და თუ ვერ მოხვედი ისევე ჩემამდე
ნუ გადაიკეტავ გზას,
ის მაინც იცოდე,კარი რომ ღიაა
და კვლავ მოაშურე სახლს...
როდესაც მიხვდები
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 822 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ეკლესიიდან ხმები ისმოდა.
ხმები ისმოდა მკვეთრად, ზარისა.
ვიხაცა გოგოს ბეჭედს აწვდიდი -
ბეჭედი იყო ლალის თვალისა.

რომ დავინახე ბეჭედის უცებ,
გულში ვიფიქრე : "ეს ხომ ჩემია
ეს ხომ ვიყიდე მე ნიშნობისთვის
მე ამის მეტი რა დამრჩენია".

უნდა წამერთვას იმ ბიჭისათვის
უცებ ვიყვირე "ეს ხომ ჩემია"
გამოვერკვიე და ჩემტვისა ვთქვი
დამგვიანდა... უკვე შენია".

და ამ ნათქვამში მე გავურიე
სანანული და მწარე ბოღმები,
მერე ავტირდი იქვე კარებთან
და ჩემს თავს ვკიტხე : რისთვის მოხვედი ?!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 864 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 232 233 234 235 236 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.