თუ სახეზე
შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები, რომ მე
ჩუმად ამით ვფარავ გულის
ტკივილს...
გავუყვები ღამით
ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ
მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ
რამეს...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1889
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-27
|
|
ძნელია,
როცა ტირილი გინდა, ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. ძნელია, როცა
სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია, როცა შენ
გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს. ძნელია, როცა
ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. ძნელია, როცა
თვალები სველი ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა. ძნელია, როცა ვიღაცას
ელი და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1632
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-27
|
|
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ რა ვუყოთ
თითებს? იმ ხელს, რომელიც თრთის და მოფერებასაც ითმენს....
არ
მიყვარხარო, არა, მაგრამ მაგ თვალთა კრთომა? პატარა ბავშვიც
ჰპოვებს იმათში სითბოს თოვას...
ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?.. ძვირფასო,
ხომ არ გცივა?... ხომ არ შეგემთხვა ავი და გული ხომ არ გტკივა...
გულში
დამალავ გრძნობას, ჩააქრობ ტრფობის ალებს, მაგრამ რას უზამ
თითებს?.. თვალებს....რას უზამ თვალებს?....
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1367
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-27
|
| |