Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥



უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1195 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)



რომ ავყოლოდი გულისთქმას
ჭკუას არ დავიხმარებდი.
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს
შენს გულში გავიხარებდი...
ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი
გზას წისქვილისკენ გავლევდი...
პატარაც რამე გწყენოდა,
სულს ხოხობივით დავლევდი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1344 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)





ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: "ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.”
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
"განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.”
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
"გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.”
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1270 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)



ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,
ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია...

ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი,
დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1205 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)




მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო 
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1450 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით
ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან
მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით
იქნებ დაგვეწყო თავიდან
ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან
ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა
მაგრამ ამასაც ავიტან
გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა
მაგრამ ამასაც ავიტან
მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან
თავი გამახსენა ღამემ საშინელმა
მაგრამ ამასაც ავიტან
ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1135 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (2)





დილით ადრიან ტაძარში გოგონა
ვიხილე სანთელით ხელში
მუხლებზე იდგა გაყინულ ქვაზე
ცრემლი სდიოდა ორივე თვალზე
ის ჩუმად კვნესოდა იტანჯებოდა
ის ჩურჩულებდა ხატს შესცქეროდა
მიშველე ღმერთო რა დაგიშავე?
ასე რო მტანჯავ არ გებრალები?
შენ ხომ იცოდი ვერ ავიტანდი
შეყვარებული რომ მომიკალი?

. . . . . . . . . საღამოს გვაიან გაყინულ
ქვაზე მას სამუდაომოდ ჩასძინებოდა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1373 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (5)

« 1 2 ... 260 261 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.