6:31 PM სული ობოლი | |
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, - საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი: ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი! მეგობართა, ნათესავთ მოკლებული, ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული; მაგრამ ერთხელ დაობლებული სული მარად ითმენს უნუგეშობას კრული! არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის; ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის, ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა, ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა! ძნელი არის მარტოობა სულისა: მას ელტვიან სიამენი სოფლისა, მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა, ოხვრა არის შვება უბედურისა! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |