ვერც სიღარიბე დაგაკლებს რამეს და არც სიმდიდრე არ მოგიმატებს. თუ ხარ ნამდვილი ადამიანი არ შეიცვლები ეს უნდა გწამდეს...
ადამიანი- ამ სიტყვის ფასი არავინ იცის რას ნიშნავს ნეტავ? თუ დაიბადე ადამიანად დაბადებულხარ ესეგი ღმერთად..
ეს უნდა ყველამ ყველამ იცოდეს, რომ სახელს დიდი ფასი აქვს ჩვენთვის ადამიანად უნდა იცხოვროს, უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ერთი.
ადამიანი არის არსება პირველი სიტყვა მთავარი ბანი, მაგრამ ფუჩია ჩვენი სიცოცხლე, თუ არ გვერქმევა ადამიანი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
834
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
ქალი იმისია ხელზე აგოგმანო!...
ლექსით გააბრუო... ქარით მოიტაცო.... ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო!... მხრებზე შეისვა და მთვარეს მოაფარო.... არ გამოგყვება? კაცი იმისი ხარ თავი მოიკლა და მაინც შეაყვარო!!!!!!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
937
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს... თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი, მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე, თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს, და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
893
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
უსიყვარულოდ გადავირევი, დარდი მაწუხებს შენებრ კარგების, ხან მოვარდები როგორც ირემი, ხან იასავით დამეკარგები...
მოგიტაცნია ღიმი ფრესკიდან, დაუწყევლიხარ ვინმე ასურელს, შენი თვალების ეშხი შეშლიდათ, ორბელიანთა ზვიად ასულებს...
ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე, გალაკტიონი დასთმობდა მერის... შენ მოგიძღვნიდნენ ძვირფას სონეტებს, ჯორჯ ბაირონი, შექსპირი, შელლი...
დღეს სიყვარული მართლა რა არის, ხვალ კალმოსნები დაჰყრიან კალმებს, მხოლოდ მე ერთი, როგორც არავინ, ისევ გიკოცნი მაგ ლამაზ თვალებს!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1098
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
მე უთვალავჯერ მადინეს ცრემლი, ბევრჯერ სიკვდილი მანატრებინეს, რამდენჯერ მკერდით ღალატისაგან ნატკენი გული მატარებინეს... ალბათ,რაღაცა ჩემი ბრალია, დეკემბრის სევდამ სულშიც დათოვა, ჩემთან ვერავინ ვერ გაძლო დიდხანს, ვინც წასვლა შეძლო,ყველამ დამტოვა... შენ ერთადერთი შემორჩი ბოლოს, ჩემს ფიქრთან ბრძოლას შენ ისევ იტან და შენთან ყოფნის ბრალია მხოლოდ, სული სხეულში რომ ისევ მიდგას...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
821
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
იქნებ გგონია, რომ დავბრუნდები, დამსხვრეულ გრძნობებს ჩავთვლი ვარგისად, არ მითხრა ახლა, რომ მოგენატრა, იის სურნელი ჩემი კაბისა.
იქნებ გგონია რომ დავბრუნდები, და ბავშვურ თვალებს შემოგანათებ, არა ძვირფასო, გრძნობა თან გაჰყვა, იმ ნაკუწებად ქცეულ ბარათებს.
გული დამტვერილ საფერფლედ იქცა, ფერფლს ცეცხლად ვეღარ აქცევ მეორედ, სხვას შევიყვარებ, ოღონდ თავიდან, შენ ვერასოდეს გაგიმეორებ..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
886
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
გარეთ წვიმს და ჩემს ფანჯარას წვიმის წვეთი ეფერება, შენზე ფიქრი გამიტაცებს და ადვილად ვერ მელევა. ოცნებებიც მომაკითხავს გამაქროლებს ისევ სადღაც, და წვიმის ხმა დამაბრუნებს ჩემს ადგილას ისევ, დამთვრალს. თითქოს ტირის ჩემთან ერთად და მიყუჩებს დიდ იარებს, ცხოვრებამ რომ მომისაჯა იმ ტკივილსაც იზიარებს, ზეცამ იცის რომ მიყვარხარ, ისიც იცის ვერ გივიწყებ. მხილველია ყოველ ღამით შენზე ფიქრით რომ ვიძინნებ, ზეცამ ხედავს როგორ მტკივა ზეცამ იცის როგორ ვწვალობ ამიტომაც ყოველ ღამით შენზე ფიქრებს მას ვუამბობ.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
837
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
| |